ლობიოს შემოსვლამ ქართულ სამზარეულოში დიდი გარდატეხა მოახდინა, მას როგორც ხმელი, ისე ნედლი სახითაც ამზადებენ. მწვანე ლობიოს დასავლეთ საქართველოში ნიგვზითა და სანელებლებით აზავებენ, ხოლო აღმოსავლეთში – ხახვი, ერბოთი და კვერცხით. დღეს ლობიოს ნიგვზით მოვამზადებთ.
ინგრედიენტები:
- მწვანე ლობიო – 200 გ
- ნიგოზი – 50 გ
- ხახვი – 2 თავი
- ნიორი – 1-2 კბილი
- ქინძი – 10 გ
- რეჰანი – 10 გ
- კამა – 10 გ
- მწვანე წიწაკა – 1 ცალი
- ძმარი – 10 მლ
- წყალი – ლობიო რომ დაფაროს
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- ქორფა მწვანე ლობიოს ბოლოები მოაცილეთ, დაამტვრიეთ ორ ან სამ ნაწილად, გარეცხეთ და დადგით მოსახარშად. მოხარშეთ მარილწყალში (მარილი დაამატეთ გემოვნებით). გადაწურეთ და გააგრილეთ.
- ცალკე გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ან დანაყეთ როდინში: ნიგოზი, ნიორი, ქინძი, რეჰანი, კამა და წიწაკა (მარილთან ერთად) და შეურიეთ ლობიოს. ბოლოს დაამატეთ დაკეპილი ხახვი და მარილი. მოასხით ცოტაოდენი ძმარი გემოვნებით და კარგად ამორიეთ.
- სურვილისამებრ მიეცით მხალის ბურთულების ფორმა, ან უბრალოდ ამოურიეთ კარგად და ისე მიიტანეთ მაგიდასთან.