მხოლოდ 4 ნაბიჯი – საუცხოო ტორტი მზადაა: იდეალური ვარიანტი სადღესასწაულოდ

1831

ეს მარტივი, მაგრამ უგემრიელესი ტორტი თქვენი საყვარელი რეცეპტების სიას გაამდიდრებს. იდეალური ვარიანტია სადღესასწაულოდ, ან საღამოს ჩაის სმისას, ან უბრალოდ სიურპრიზად საყვარელი ადამიანისთვის.

ტენიანი კრემის წყალობით, ფენებს დანამვა არ სჭირდება: ტორტი რბილი გამოვა ზედმეტი მანიპულაციების გარეშე. გემოთი დაახლოებით “პრაღას” ან “მედოვიკს” წააგავს. ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ჩვენ გულის ფორმის ტორტი გამოვაცხვეთ.

ინგრედიენტები

  • 8 კვერცხი
  • 350 გრ შაქარი
  • 4 ს.კ. თაფლი
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 2 ს.კ. კაკაოს ფხვნილი
  • 200 გრ კარაქი
  • ვანილის შაქარი გემოვნებით
  • შავი შოკოლადი გემოვნებით

მომზადება

  1. შეურიეთ ფქვილი, სოდა და კაკაო. ათქვიფეთ 6 კვერცხი და 100 გრ შაქარი გათეთრებამდე, დაუმატეთ თაფლი, შეურიეთ ფქვილს და კაკაოს.
  2. მიღებული ცომისგან გამოაცხვეთ 4 ფენა. შედგით თითოეული 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთთ.
  3. ათქვიფეთ მიქსერით 2 კვერცხი, შაქარი და ვანილის შაქარი, დადგით წყლის აბაზანაზე, ურიეთ 3-5 წუთის განმავლობაში. გადმოდგით, გააცივეთ, დაუმატეთ კარაქი და კვლავ ათქვიფეთ.
  4. ცივ ფენებს წაუსვით კრემი, მორთეთ გახეხილი შავი შოკოლადით და შედგით მაცივარში 2-3 საათით.

თემატური დესერტი შეგიძლიათ მოამზადოთ საღამოს, დილით კი გაანებივროთ მეორე ნახევარი კალორიული, მაგრამ გემრიელი საუზმით. შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!