იდეალური ყველის სუპი, რომელიც თქვენი ოჯახის საყვარელი პირველი კერძი გახდება

6074

როდესაც ბორში და სხვა ჩვეული წვნიანები გბეზრდება, დროა, ცხელი პირველი კერძების ახალი რეცეპტები აღმოაჩინოთ. ამ შემთხვევაში ყველის სუპი იდეალურია – ნაზი, გემრიელი, ნოყიერი, თანაც, მისი მომზადება ძალიან ადვილია.

ამ სუპის დიდი პლიუსი მის ხელმისაწვდომობაში და სიმარტივეშია, თანაც, სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ ბოსტნეული, ზღვის პროდუქტები, ხორცი. გთავაზობთ მოამზადოთ კვერცხი ატრიით (ლაფშა) და მწვანე ბარდით. ნამდვილი მისწრებაა მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სურს.

ინგრედიენტები

  • 2 ც მდნარი ყველი
  • 3 ც კარტოფილი
  • 100 გრ ბარდა
  • 1 ც სტაფილო
  • 200 გრ ატრია
  • 1 ც ხახვი
  • შავი პილპილის კაკლები გემოვნებით
  • 1 ც დაფნის ფოთლი
  • 1,5 ს.კ. ზეთი
  • 2 ლ წყალი
  • ოხრახუში გემოვნებით
  • მარილი, დაფქული შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. მოხსენით ფილგა მდნარ ყველს, მოათავსეთ საყინულეში სანამ გამაგრდება. დაჭერით კუბებად კარტოფილი.

2. დაადგით გაზქურაზე 1 ლიტრი წყალი, აადუღეთ,  ჩაყარეთ კარტოფილი, პილპილის კაკლები, დაფნის ფოთოლი. დაუკელით ცეცხლს.

3. დაჭერით ხახვი წვრილად, გახეხეთ სტაფილო.

4. მოთუშეთ ზეთში და დაამატეთ კარტოფილს. შემდეგ ჩაყარეთ გაყინული ბარდა.

5. გახეხეთ მდნარი ყველი და დაამატეთ სუპში.

6. მოუმატეთ ცეცხლს, ჩაასხით 1 ლიტრი წყალი, დაუმატეთ ატრია, მარილი და პილპილი. ხარშეთ 15 წუთის განმავლობაში. გამორთეთ გაზქურა და დატოვეთ რამდენიმე წუთით. მირთმევის წინ მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.

ყველის სუპს სასიამოვნო ნაღების არომატი აქვს და სასარგებლოც არის. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!