ვაშლი კეფირის კლიარში: საუკეთესო დესერტი, რომელიც 5 წუთში ქრება თეფშიდან

1054

თებერვლისკენ, ზამთრისთვის გადადებული ვაშლები უკვე გაფუჭებას იწყებს. გამოცდილი დიასახლისები წინასწარ მოიძიებენ რეცეპტებს, რათა ასეთი ვაშლი გამოიყენონ და არ გადაყარონ სანაგვეში.

დღეს “გასტრონომიას” რედაქცია შემოგთავაზებთ მარტივ და სწრაფ რეცეპტს: ვაშლი კეფირის კლიარში. მისი წყალობით, გადაარჩენთ ვაშლს და ოჯახის წევრებსაც გემრიელი დესერტით გაუმასპინძლდებით.

ინგრედიენტები

  • 3 ც ვაშლი
  • 3 კვერცხი
  • 6 ს.კ. ფქვილი
  • 60 გრ შაქარი
  • 50 მლ კეფირი
  • 50 გრ კარაქი
  • 2 გრ სოდა
  • 0,5 ჩ.კ. ვანილის შაქარი

მომზადება

  1. გარეცხეთ და გათალეთ ვაშლი, დაჭერით რგოლებად, მოაცილეთ გული.
  2. ღრმა თასში ათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ ვანილის შაქარი და ათქვიფეთ სანამ კრისტალები არ დადნება.
  3. კვერცხის მასაში დაამატეთ კეფირი, სოდა, გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი.
  4. ამოავლეთ ვაშლი მიღებულ მასაში, შეწვით კარაქში ორივე მხრიდან.

მზა დესერტს შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის პუდრი, მოასხათ თაფლი, მურაბა ან შესქელებული რძე. ასევე, ამ დესერტს ძალიან უხდება დარიჩინი. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ მეგობრებს რეცეპტი!