წიწილისა და მანგოს უგემრიელესი ფერადი სალათა

1645

ქათმის შეწვა თავად შეგიძლიათ, თუმცა მზა, გრილზე შემწვარი ქათმის შეძენა სუპერმარკეტშიც მარტივადაა შესაძლებელი. ქათმისა და მანგოს გემო იდეალურად ერწყმის ერთმანეთს და შესაბამისად სალათაც იდეალური გამოდის თავისივე ფერთა კომბინააცით.

ინგრედიენტები: 

სალათისთვის: 

  1. 1 შემწვარი წიწილი
  2. 200 გ (4 ჭიქა) სხვადასხვა სალათის ფოთოლი
  3. 2 მანგო
  4. 2 ავოკადო
  5. 25 გ ქინძი
  6. 1 მწარე წითელი წიწაკა
  7. 60 გ ნიგოზი

სოუსისთვის: 

  • 90 მლ ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
  • 2 ს.კ. ძმარი ბალზამიკო
  • 2 ს.კ. დიჟონური მდოგვი
  • 1-2 ჩ.კ. თაფლი
  • მარილი
  • შავი პილპილი

მომზადების წესი:

  1. სალათა: შემწვარ წიწილს მოაცილეთ კანი და ძვლები. ხორცი დაჭერით.
  2. წიწილის ხორცი, სალათის ფოთლები, გათლილი, პატარა კუბებად დაჭრილი მანგო და ავოკადო, წვრილად დაჭრილი ქინძი, წიწაკა და მოხალული ნიგოზი სასალათეში მოათავსეთ.
  3. სოუსი: ზეითუნის ზეთი, ძმარი, მდოგვი და თაფლი მომცრო ჯამში მექანიკური სათქვეფით ათქვიფეთ.  შეკაზმეთ მარილითა და პილპილით.
  4. სოუსი სალათას მოასხით და სუფრაზე მიიტანეთ.