ოლადები ყაბაყით და ქათმით. ისაა, რაც ზაფხულის დიეტისთვის გჭირდებათ

259

როგორც კი ნაკვეთზე პირველი ყაბაყი იზრდება, მაშინვე ოჯახისთვის გემრიელობის მომზადებას ვიწყენ. პირველ რიგში, ყაბაყს ვწვავ და სუფრაზე მაიონეზთან და ნიორთან ერთად გამაქვს. ახალ–ახალი კერძების მომზადებაც მიყვარს. მაგალითად, ახლახანს თვალში მომხვდა საინტერესო იდეა, როგორ მოვამზადოთ ოლადები ქათმით.

ძალიან მარტივი რეცეპტი აღმოჩნდა, ხოლო შედეგი შესანიშნავი. ოლადები ნოყიერი, გემრიელი, ძალიან საიმედო და ჰაეროვანი გამოდის. ამიერიდან სადილზე და ვახშამზე მოვამზადებ, მეგობრებსაც გავუმასპინძლდები. Gastronomia.ge–ს რედაქცია ყაბაყის ოლადების რეცეპტს გიზიარებთ.

როგორ მოვამზადოთ ყაბაყის ოლადები ქათმით

ინგრედიენტები:

  • 2 ყაბაყი
  • 2 კვერცხი
  • 3,5 ს/კ ხორბლის ფქვილი
  • მარილი გემოვნებით
  • ნივრის ფხვნილი გემოვნებით
  • 300 გ ქათმის ფილე
  • 1 ჩ/კ არაჟანი
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • კამა გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ხორცის მომზადებით დაიწყეთ. ქათმის ფილე შიგთავსად გამოიყენეთ. კარგად გარეცხეთ და ქაღალდის პირსახოცით გაამშრალეთ, რომ ზედმეტი სითხე მოაშოროთ. პატარა კუბებად დაჭერით. მარილი, წიწაკა, დაჭრილი კამა, არაჟანი და ხმელი ნიორი დაუმატეთ. ყველაფერს კარგად აურიეთ.

2. ყაბაყის ოლადები ნაზი რომ გამოვიდეს, ახალი ყაბაყი გამოიყენეთ. თუ ყაბაყს ძალიან უხეში ქერქი აქვს, გათალეთ, ასევე თესლი მოაშორეთ. ბოსტნეული მსხვილად გახეხეთ და კარგად გაწურეთ, რომ ცომში ნაკლები წვენი იყოს.

3. გახეხილ ყაბაყს დაუმატეთ კვერცხი, ფქვილი, მარილი, წიწაკა და ნიორი. ინგრედიენტებს აურიეთ, რომ არაჟნის კონსისტენციის თხევადი ცომი მიიღოთ.

4. ტაფაზე ცოტა მცენარეული ზეთი გააცხელეთ. სუფრის კოვზობით ცომი გადაიტანეთ და გაანაწილეთ ისე, რომ პატარა კვერები გამოვიდეს. ზემოდან ქათმის ფილეს და არაჟნის შიგთავსი დაუმატეთ. ზემოდან კიდევ ერთი ფენა ყაბაყის ცომი დაასხით.

5. ასეთი ოლადები ორივე მხრიდან 5-5 წუთი შეწვით. ტაფას თავსახური დაახურეთ, რომ ხორციანი შიგთავსი კარგად მოიხარშოს. როცა ოლადები ორივე მხრიდან სასიამოვნო ოქროსფერს შეიძენს, ტაფიდან ამოიღეთ.

გემრიელი სადილი ან ვახშამი ასე სწრაფად და მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ. თუ ფიქრობთ, რომელი კერძი მოამზადოთ ყაბაყით, უნაზესი ოლადები შიგთავსით სცადეთ. სუფრაზე მაიონეზთან, არაჟანთან ან სხვა სოუსთან ერთად გაიტანეთ.