ჩიხირთმა ქათმით. ნოყიერი და არომატული კერძი ხორცის ბულიონში

491

ქართული სამზარეული გამოირჩევა არა მხოლოდ ძალიან ცხარე და სქელი პირველი კერძებით, არამედ ხორცის ბულიონზე დაფუძნებული მსუბუქი და ადვილად მოსამზადებელი წვნიანებით. ნამდვილი გემრიელობაა! Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ჩიხირთმა.

ნოყიერი კერძის მთავარი ხიბლია ბულიონში ორი საკაზმის (კვერცხის და ფქვილის) დამატება. ისინი წვნიანს განუმეორებელს ხდის. ნამდვილი ჩიხირთმა არც ერთ სხვა ქათმის წვნიანში აგერევათ.

ნოყიერი ჩიხირთმა ქართულად: როგორ მოვამზადოთ

ბულიონი მდიდარი რომ გამოვიდეს, მინიმუმ 1,5 კგ ქათმის ძვლიანი ხორცი გამოიყენეთ. იდეალური არჩევანია არომატული და ნოყიერი ჩიხირთმის, უჩვეულოდ გემრიელი წვნიანის მოსამზადებლად.

ინგრედიენტები:

  • 1,5 კგ ქათმის ხორცი
  • 1 სტაფილო
  • 1 კონა ქინძი
  • 4,5 ლ წყალი
  • 3 ს/კ ხორბლის ფქვილი
  • 3 ს/კ ღვინის ძმარი
  • 2 ხახვი
  • 10 გ ოხრახუში
  • მარილი გემოვნებით
  • 1 ს/კ კარაქი
  • 3 კვერცხი

მომზადების წესი:

1. ქათმის ხორცს ზედმეტი ცხიმი და ტყავი მოაშორეთ. ხორცი გარეცხეთ და ქვაბში გადაიტანეთ. წყალი დაასხით და ქურაზე საშუალო ცეცხლზე დადგით. წყლის ადუღების შემდეგ ქაფი მოაშორეთ.

2. სტაფილო გათალეთ. 1 ხახვი კარგად გარეცხეთ, ფურცლები არ მოაშოროთ. ბოსტნეული ქვაბში ქათამს დაუმატეთ.

3. ქინძი და ოხრახუში გარეცხეთ. მწვანილს უხეში ღეროები მოაშორეთ. მწვანილი ძაფით შეკარით და ქვაბში ჩადეთ. ცეცხლს მინიმუმამდე დაუწიეთ. თავსახური დაახურეთ და 50-60 წუთი ხარშეთ.

4. ქვაბიდან მზა ქათამი, მწვანილი და ხახვი სტაფილოთი ამოიღეთ. 400 მლ ბულიონი ცალკე ჭურჭელში ჩაასხით და ოდნავ გაცივება აცადეთ.

5. 5 ს/კ ცხიმი, რომელიც ბულიონის ზედაპირზე წარმოიშვა ქვაბში ჩაასხით. საშუალო ცეცხლზე გააცხელეთ. ახალი ხახვი ფურცლებისგან გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით. ხახვი ცხიმს დაუმატეთ და 5 წუთი შუშეთ.

6. კარაქი დაუმატეთ. მისი გადნობის შემდეგ ხორბლის ფქვილი დაუმატეთ. 2 ს/კ ბულიონი დაუმატეთ. კურკუტების კარგად გახსნამდე აურიეთ. ქვაბი ცეცხლიდან გადადეთ.

7. ღრმა ჭურჭელში კვერცხი ათქვეფეთ. 400 მლ ოდნავ თბილი ბულიონი ჩაასხით და ათქვეფა გააგრძელეთ. თეთრი ღვინის ძმარი დაუმატეთ და ისევ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვეფეთ.

8. ქვაბი დარჩენილი ბულიონით საშუალო ცეცხლზე დადეთ. თანდათან კარაქის ნარევი ხახვით და ფქვილით დაუმატეთ, მუდმივად აურიეთ. ცეცხლს აუწიეთ.

9. შემდეგ ბულიონს წვრილ–წვრილად ჩაასხით კვერცხის ნარევი, ადუღების მომენტამდე აქტიურად აურიეთ. მარილი გემოვნებით დაუმატეთ. კარგად აურიეთ და ქურიდან გადადეთ.

10. ქათმის ხორცს ძვლები მოაშორეთ. პატარა ნაჭრებად დაჭერით. თეფშებზე გადაანაწილეთ. ქათმის ნაჭრებს ბულიონი დაასხით.

ცოტა ოხრახუში და ქინძი აიღეთ. გარეცხეთ და წვრილად დაჭერით. დაქუცმაცებული ახალი მწვანილი მზა წვნიანს მოაყარეთ და შემწვარ პურის ნაჭერთან ერთად სუფრაზე გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით.