თითქოს ნამდვილი ხილია. როგორ გამოვაცხოთ ორიგინალური ორცხობილა „კივი“

48

სუფრაზე ორიგინალური ორცხობილის „კივის“ გატანით სტუმრების გაოცებას შეძლებთ. თავიდან იფიქრებენ, რომ ჩაიზე მისაყოლებლად ეგზოტიკური ხილი გამოიტანეთ. წარმოიდგინეთ მათი გაოცება ე.წ. ხილის გასინჯვის შემდეგ!

ორიგინალური ორცხობილა ნამდვილად ძალიან ბუნებრივად გამოიყურება, თითქოს თქვენს წინაშე ნამდვილი კივია. ასეთ შედეგს რომ მიაღწიოთ, საკონდიტრო საღებავი და ცოტა მოთმინება გჭირდებათ. ტკბილეულთან ცოტა თამაში მოგიწევთ, მაგრამ შედეგი ამად ღირს!

როგორ მოვამზადოთ გემრიელი ორცხობილა „კივი“

მწვანე ცომის მისაღებად საკონდიტრო საღებავი ან იაპონური ჩაი გამოიყენეთ. თუ მატჩა გაქვთ, ცომს დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ასე ლამაზ მწვანე ფერს მიიღებთ.

ინგრედიენტები:

  • 120 გ შაქრის ფხვნილი
  • 350 გ ხორბლის ფქვილი
  • 1 ჩ/კ ლიმონის ცედრა
  • 180 გ კარაქი
  • 1 კვერცხი
  • 2 საკონდიტრო საღებავი
  • 1 ჩ/კ ყაყაჩოს თესლი
  • 2 ჩ/კ კაკაოს ფხვნილი

მომზადების წესი:

1. რბილი კარაქი და შაქრის ფხვნილი ერთიანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ. კვერცხი დაუმატეთ და ისევ ათქვიფეთ.

2. ლიმონის ცედრა წვრილად გახეხეთ. გახეხილი ლიმონის ცედრა და ხორბლის ფქვილი კარაქის მასას დაუმატეთ. რბილი და ელასტიური ცომი მოზილეთ.

3. ცომი სამ ნაწილად გაყავით (ძალიან დიდი, საშუალო ზომის და ყველაზე პატარა).

4. დიდ ნაწილს მწვანე საღებავი დაუმატეთ და ერთიანი მასის მიღებამდე აურიეთ. ყველაზე პატარა ცომს კაკაო დაუმატეთ და კარგად აურიეთ. 5 წუთით საყინულეში მოათავსეთ.

5. მწვანე ცომი მართკუთხედად გააბრტყელეთ. ღია ფერის ცომს ძეხვის ფორმა მიეცით და მწვანე ცომს დაადეთ. რულეტივით დაახვიეთ. პარკში შეფუთეთ. რულეტი მაგიდაზე აგორავეთ და საყინულეში 3 წუთით შეინახეთ.

6. ყავისფერი ცომი მართკუთხედად გააბრტყელეთ. მასზე რულეტი დადეთ და ყავისფერ ცომში გაახვიეთ. ისევ პარკში შეფუთეთ და 3 წუთით საყინულეში შეინახეთ.

7. მზა რულეტი პატარა რგოლებად დაჭერით. ბასრი დანა გამოიყენეთ. პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. ხელით ზედაპირი ნაზად გაასწორეთ.

8. მომავალი ორცხობილის მწვანე მასას ყაყაჩოს თესლი მოაყარეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10-12 წუთით აცხვეთ.

ე.წ. მარცვლები ძალიან დამაჯერებელი და მოწესრიგებული რომ იყოს, ჩვეულებრივი პოლიეთილენის პარკი გამოიყენეთ. პარკზე ყაყაჩო დაყარეთ. შემდეგ პარკს პატარა ნახვრეტი გაუკეთეთ. ცომის მწვანე მასა გააფორმეთ, ყაყაჩო წრიულად მოაყარეთ. მზადაა!