იაპონური ფენოვანი პური რძით. როგორ გამოვაცხოთ სახლში პურის საცხობის გარეშე

279

მრავალწლიანი კულინარიული გამოცდილება მაქვს. როგორც ყოველდღიური, ასევე ორიგინალური რთული კერძები შემიძლია მოვამზადო. აი, პური არასდროს გამომდის. ხან მაგარია, ხან რეზინის მსგავსი. არადა პური რაციონში მთავარია. ერთი პერიოდი პურის გამოცხობის მცდელობა შევწყვიტე, სანამ ეს რეცეპტი არ შემხვდა. ახლა პურს რძით ყოველდღე ვაცხობ. პურცომეულის მაღაზიას გვერდს დარწმუნებით ვუვლი.

რა საჭიროა სახლში პურის გამოცხობა? პირველ რიგში, ძალიან გემრიელია. მაღაზიაში ნაყიდი სახლში გამომცხვარს ვერ შეედრება. მეორეც, ნაყიდი პური საეჭვოა. 2 კვირა არ ხმება! რა უნდა დაუმატოთ ცომს, რომ ასეთ შედეგს მიაღწიოთ?

როგორ მოვამზადოთ იაპონური ფენოვანი პური რძით

მაშინაც კი, თუ ადრე ცომეული არ გამოგდიოდათ, რძიანი პურის გამოცხობა სცადეთ. მარტივი რეცეპტია, ბიუჯეტური და ხელმისაწვდომი ინგრედიენტებით მზადდება. დამწყებიც სირთულეებს არ წააწყდება. გარდა ამისა, პურის საცხობი აპარატიც არ დაგჭირდებათ. მხოლოდ სპეციალური ფორმები, რომელთაც ღუმელში გამოიყენებთ.

ინგრედიენტები:

  • 300 გ ხორბლის ფქვილი
  • 40 მლ წყალი
  • 55 გ შაქარი
  • 4 გ მშრალი საფუარი
  • 110 მლ რძე
  • 40 გ კვერცხის ცილა
  • 5 გ მარილი
  • 35 გ კარაქი

მომზადების წესი:

1. რძე, წყალი და კვერცხი ცილა აურიეთ. 1 ს/კ ნარევი გვერდზე გადადეთ.

2. ფქვილი და შაქარი აურიეთ და რძიანი ნარევი დაასხით. ცომი მოზილეთ, თავსახური დააფარეთ და 20 წუთით გააჩერეთ.

3. გადადებული რძიანი ნარევი საფუარს აურიეთ. ეს ნარევი ცომს დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ. ცომი დაახლოებით 5 წუთით კარგად ჩაზილეთ. შემდეგ დააფარეთ და 5 წუთით გააჩერეთ.

4. ცომი ოდნავ გააბრტყელეთ, კარაქი და მარილი დაუმატეთ. დაახლოებით 10 წუთით ხელით მოზილეთ.

5. ცომი 4 ნაწილად გაყავით. თითოეული დააგუნდავეთ. პარკი დააფარეთ და 10 წუთით გააჩერეთ.

6. სამუშაო ზედაპირს კარაქი წაუსვით, რომ ცომი არ მიეკრას. ცომის ერთი ბურთი გააბრტყელეთ, შემდეგ რულეტივით დაახვიეთ, ისევ გააბრტყელეთ და ისევ დაახვიეთ. იგივე დანარჩენ ცომზე გაიმეორეთ.

7. პურის საცხობ ფორმაში (9,5სმ x 9,5სმ) ცომის რულეტები ჩააწყვეთ. თავსახური დაახურეთ და ამოსვლა აცადეთ. შემდეგ პურები 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთით აცხვეთ.

იაპონური რძიანი პური ნაზი და რბილი გამოდის. სუფრაზე გატანამდე მისი ყურებით დატკბით. ოქროსფერი ქერქი ჰაეროვან რბილობს გარს ეხვევა, ფენოვანი ტექსტურა ძალიან მიმზიდველია. რეცეპტი შეინახეთ, რომ არ დაგავიწყდეთ.