არაჟნის ტორტი. ბისკვიტი ნაზი და სველია, ხოლო კრემი მსუბუქი და უწონო

550

დღევანდელი ტორტი თქვენი ფავორიტი გახდება, თუ შოკოლადი გიყვართ. არაჟნის ტორტში შოკოლადის ბისკვიტი და შოკოლადის კრემი იდეალურად კომბინირებულია. ბისკვიტი ან ფენა უნაზესი და სველია, კრემი სქელი და სასიამოვნო ტექსტურის მქონე. გემოების ზეიმია. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ არაჟნის ტორტის დეტალურ რეცეპტს.

ინგრედიენტები:

  • 2 კვერცხი
  • მწიკვი მარილი
  • 150 გ შაქარი
  • 150 მლ კეფირი
  • 1,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 150 მლ მცენარეული ზეთი
  • 170 გ ფქვილი
  • 1 ს/კ კაკაო
  • 600 გ არაჟანი
  • 200 გ რძიანი შოკოლადი

მომზადების წესი:

1. ბისკვიტით დაიწყეთ. კვერცხი, მარილი და შაქარი ათქვიფეთ ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.

2. ზეთი და ნებისმიერი ცხიმიანობის არაჟანი დაუმატეთ. ასე ბისკვიტი სველი და ფაფუკი გახდება. ფქვილი და გამაფხვიერებელი გაცერით და ნარევს დაუმატეთ. კაკაოც დაუმატეთ. ყველაფერს აურიეთ. ერთგვაროვანი ცომი უნდა მიიღოთ.

3. პერგამენტდაფარებულ საცხობ ფორმაში ცომი ჩაასხით და 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთით აცხვეთ. გირჩევთ, რომ მართკუთხა ფორმა გამოიყენოთ, ასე ბისკვიტის შუაზე გაჭრას შეძლებთ. მრგვალი ფორმის გამოყენებისას სიგრძეზე გაჭერით.

4. კრემი გააკეთეთ. ცხიმიანი არაჟანი და გამდნარი შოკოლადი აურიეთ ისე, რომ ერთგვაროვანი მასა გამოვიდეს. ესეც ასე, კრემი მზადაა. სხვა არაფერი სჭირდება. უკვე საკმარისად ტკბილი და გემრიელია.

5. ბისკვიტი შეაგრილეთ, შემდეგ ორ ნაწილად გაჭერით. ნაფშვენისთვის კუთხეები ჩამოჭერით. ბისკვიტის ფენას ნახევარი კრემი წაუსვით, ზემოდან მეორე ფენა დაადეთ და კრემი წაუსვით. ბოლოს კრემი გვერდებზეც წაუსვით. ბოლოს ნაფშვენი მოაყარეთ. სუფრაზე გაიტანეთ.

ტორტს მაცივარში გაჩერება არ სჭირდება, პირდაპირ სუფრაზე შეგიძლიათ გაიტანოთ. საოცრად ნაზი გამოდის, ბრაუნის გემოს გაგახსენებთ. კრემი ძალიან გემრიელია. უკან მოხედვას ვერ მოასწრებთ, რომ სუფრაზე ერთი ნაჭერიც აღარ დარჩება. გირჩევთ, მოამზადოთ და ოჯახის წევრები გაახაროთ.