მდიდრული ტორტი „დუეტი შავ მოცხართან“. ჰაეროვანი ბისკვიტი, ნაზი კრემი და კენკრა

278

არც ერთი დღესასწაული ლამაზი ტორტის გარეშე არ მთავრდება. რა თქმა უნდა, დესერტი საკონდიტრო მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ, მაგრამ ისეთი გემრიელი ვერ იქნება, როგორც შინ გამომცხვარი. დიდხანს ვფიქრობდი, რა მომემზადებინა ბავშვების დაბადების დღეზე. საყინულეში ჯერ კიდევ ზაფხულში გაყინული კენკრა ვიპოვე. მაშინვე მივხვდი, რომ დესერტად ტორტს შავი მოცხარით გავაკეთებდი.

მრავალფენიანი დესერტი სადღესასწაულო სუფრაზე მდიდრულად გამოიყურება. ტორტი „დუეტი შავ მოცხართან“ რთული მოსამზადებელი არაა. ბისკვიტის ცომი რამდენიმე წუთში მზადდება, ხოლო კრემს და შიგთავსს უფრო დიდი დრო არ უნდა. გარდა ამისა, მარტივი ინგრედიენტები სჭირდება.

როგორ მოვამზადოთ მდიდრული ტორტი შავი მოცხარით და კრემით

ბისკვიტის ტორტი თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ გააფორმოთ. ცოტა კრემი მოიტოვეთ, რომ დეკორაციები გააკეთოთ. ათქვეფილი ნაღები, ბისკვიტის ნაფშვენი, შოკოლადის ბურბუშელა გამოიყენეთ. ფანტაზია არ შეზღუდოთ.

ინგრედიენტები:

  • 10 კვერცხი
  • 2 მწიკვი ვანილი
  • 290 გ ხორბლის ფქვილი
  • 1 კგ არაჟანი
  • 500 გ შავი მოცხარი
  • 300 გ შაქარი
  • 2 მწიკვი მარილი
  • 20 გ გამაფხვიერებელი
  • 24 გ არაჟნის შემასქელებელი
  • 20 გ სახამებელი

მომზადების წესი:

1. 5 კვერცხი, მწიკვი მარილი და მწიკვი ვანილი მყარი პიკის მიღებამდე ათქვიფეთ.

2. 160 გ ფქვილი და 10 გ გამაფხვიერებელი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ. საცხობ ფორმაში გადაიტანეთ და 180 გრადუსზე 30-35 წუთით აცხვეთ.

3. მზა ბისკვიტი გააგრილეთ, შემდეგ პარკში გაახვიეთ და 5 საათით გააჩერეთ. ამის შემდეგ სიგრეძეზე 2 ფენად გაჭერით.

4. შოკოლადის ბისკვიტის მოსამზადებლად 5 კვერცხი, მწიკვი მარილი და მწიკვი ვანილი ათქვიფეთ.

5. დარჩენილი ფქვილი, 10 გ გამაფხვიერებელი და კაკაო დაუმატეთ. სპატულით აურიეთ, საცხობ ფორმაში ჩაასხით და 180 გრადუსზე დაახლოებით 30-35 წუთით აცხვეთ.

6. ბისკვიტს გაგრილება აცადეთ, შემდეგ პარკში გაახვიეთ და 5 საათით გააჩერეთ. ამის შემდეგ 2 ფენად გაყავით.

7. კრემისთვის ცხიმიანი არაჟანი და 100 გ შაქრის ფხვნილი ათქვიფეთ. არაჟნის შემასქელებელი დაუმატეთ და აურიეთ.

8. მოცხარი, დარჩენილი შაქრის ფხვნილი და სახამებელი აურიეთ. ინგრედიენტები სუსტ ცეცხლზე ხარშეთ და გააგრილეთ. შიგთავსი მზადაა.

9. ტორტი ააწყვეთ. შოკოლადის ბისკვიტს კრემი წაუსვით და შიგთავსი დაუმატეთ, შემდეგ კლასიკური ბისკვიტის ფენა დაადეთ, ისევ კრემი და შიგთავსი. ასე დანარჩენ ინგრედიენტებზე გაიმეორეთ.

10. ტორტის გვერდებსაც კრემი წაუსვით და დესერტი გემოვნებით მორთეთ.

ტორტი არაჟნის კრემით ნებისმიერ დღესასწაულს წარმატებით შეავსებს: დაბადების დღე, 8 მარტი, სიყვარულის დღე. მოამზადეთ და ოჯახის წევრები და სტუმრები გააოცეთ. დარწმუნებული ვართ, რომ ტორტის ნაჭერს ისურვებს ყველა, ისიც, ვისაც გემრიელი და ნოყიერი ვახშმის შემდეგ „ადგილი არ დარჩა“. დესერტი ძალიან ნაზი და ზომიერად ტკბილი გამოვა, მკვეთრად გამოხატული კენკრის გემოთი. გემრიელად მიირთვით.