ფორშმაკი კარაქის გარეშე: ნაზი გემო, კრემისებრი ტექსტურა, იდეალურია წონაში დაკლების მსურველებისთვის

1625

ფორშმაკი – საფირმო ოდესური ხემსია და ებრაული სამზარეულოს განუყოფელი ნაწილი. მისი სწორად მომზადების წესის გარშემო დღემდე არ სრულდება დავა. ის ყველასთვის ცნობილია, როგორც პურზე წასასმელი ხემსი ქაშაყის, ხახვის, ვაშლისა და კვერცხისგან.

ძველი ებრაული სამზარეულოს შესახებ თხრობები აუცილებლად იწყება სიტყვებით” აი, ბებიაჩემი სარა ფორშმაკს ხორცით ამზადებდა და ის აუცილებლად ცხელი იყო…”. ამ სიტყვების მტკიცებულება არსებობს ძველ კულინარიულ წიგნებში, სადაც ფორშმაკი ცხლად გვხვდება პოლონურ, გერმანულ და სკანდინავიურ სამზარეულოებში. დღეს კი ეს კერძი ტრანსფორმირდა ცივ კერძად და სწორედ მას ეწოდება კლასიკური.

როგორც წესი, ყველა ინგრედიენტი დანით უნდა იყოს დაჭრილი, თუმცა, ეს საკმაოდ შრომატევადია, ამიტომ გთავაზობთ გამოიყენოთ ხორცსაკეპი მანქანა. კლასიკურ რეცეპტში კარაქი გამოიყენება, ჩვენ კი ის ავოკადოთი ჩავანაცვლეთ – ასე უფრო გემრიელი და სასარგებლოა.

ინგრედიენტები

  • 400 გრ ქაშაყი
  • 2 ც ავოკადო
  • 3 კვერცხი
  • 0,5 ც ხახვი
  • 2 ჩ.კ. ლიმონის წვენი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. მოხარშეთ 3 კვერცხი. უძვლო თევზის ფილე გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში კვერცხთან ერთად.

2. გათალეთ ავოკადო, გაჭერით შუაზე, მოაცილეთ კურკა და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.

3. შემდეგ ასევე გაატარეთ ხახვი.

4. დაუმატეთ მასას ლიმონის წვენი, მარილი, პილპილი და კარგად მოურიეთ.

შეგიძლიათ ამ მასით შეავსოთ ტარტალეტკები, ან წაუსვათ პურს ან ტოსტებს. ეს გახლავთ ძალიან სასარგებლო ხემსი, რომელიც სადღესასწაულო სუფრასაც დაამშვენებს. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!