ქათამი არაჟნის სოუსით არის შესანიშნავი სადილი მთელი ოჯახისთვის. ეს კერძი არ საჭიროებს განსაკუთრებულ ინგრედიენტებს. ეს რეცეპტი მარტივია და განკუთვნილია მათთვის, ვისაც არ აქვს ბევრი თავისუფალი დრო.
კერძში აბსოლიტურად ყველა ინგრედიენტი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. ნაზი და არომატული სიუსი, სოკოსთან ერთად განსაკუთრებულ გემოს და სურნელს ანიჭებს. მოამზადეთ და აუცილებლად შეგიყვარდებათ.
მასალები:
- ქათმის ფილე – 600 გ
- ხახვი – 1 ცალი
- ქამა სოკო – 200 გ
- არაჟანი – 200 გ
- მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
- მზესუმზირის ზეთი – 2 გ
მომზადება:
1. დაჭერით ქამა სოკო და ქათმის ფილე პატარა კუბიკებად.
2. დაჭერით ხახვი მრგვალ ნაჭრებათ და მოხრაკეთ მზესუმზირის ზეთში 5 წუთის განმავლობაში.
3. შემდეგ დაამატეთ ქათამი და აურიეთ. დატოვეთ ზომიერ ცეცხლზე დაახლოებით 10 წუთი.
4. დაამატეთ სოკო და კიდეც 10-12 წუთი დატოვეთ.
5. დაამატეთ არაჟანი. მარილი და პილპილი. დაახურეთ სახურავი და დატოვეთ 10 წუთი.
ქათამი სოკოთი და არაჟნის სოუსით მზადაა. შეგიძლიათ ეს კერძ დაუმატოთ მაკარონს, ან სხვა ნებისმიერს. მიირთვით გემრიელად და აუცილებლად გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს.