წვნიანი ქათამი ჩერქეზულად: კავკასიური სამზარეულოს ბრილიანტი

2674

კავკასიური სამზარეულო პატივს სცემს ტრადიციებს, თუმცა ექსპერიმენტებზეც არ ამბობს უარს. ქათამი ჩერქეზულად ნაღების სოუსში – ამის ნათელი მაგალითია. აქ შესანიშნავად ეხამება ნაზი ხორცის გემო და პიკანტური სურნელი. ნაღები ახშობს სიცხარეს და თქვენს კუჭს საფრთხეც არ ემუქრება.

უმჯობესია, არომატული კერძის დიდი ულუფა მოამზადოთ, რადგან ის ძალიან სწრაფად ქრება თეფშებიდან. სცადეთ და დარწმუნდით მის უნიკალურობაში.

ინგრედიენტები

  • 1,5 კგ ქათმის ბარკლები
  • 100 გრ მდნარი კარაქი
  • 8 კბილი ნიორი
  • 1 ც ხახვი
  • 1 ჭიქა არაჟანი
  • 2 ს.კ. ფქვილი
  • 300 მლ ხორცის ბულიონი
  • მარილი, წითელი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. მოხარშეთ ბარკლები ოდნავ მარილიან წყალში, მოაცილეთ ქაფი. განაცალკევეთ ხორცი და ძვლები, მოაცილეთ კანი და დაჭერით საშუალო ნაჭრებად. დაუმატეთ გახეხილი ნიორი, კარგად მოურიეთ და გადადეთ.
  2. მოამზადეთ ნაღების სოუსი. გახურებულ ტაფაზე მოათავსეთ მდნარი კარაქი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოთუშეთ შეწითლებამდე. შემდეგ დაუმატეთ ფქვილი.
  3. დაუმატეთ ქათმის ბულიონი, მარილი, პილპილი, არაჟანი. მუდმივად ურიეთ. წამოადუღეთ მასა.
  4. დაასხით ხორცს ცხელი სოუსი და მიირთვით. ან შეგიძლიათ ხორცი ტაფაზევე დაუმატოთ. ორივე შემთხვევაში გემრიელი გამოვა.

ქათამი ჩერქეზულად მზადაა. მიირთვით კერძი საყვარელ გარნირთან ან ლავაშთან. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!