კაკლის პეჩენია: ფხვიერი ტექსტურა და საოცარი არომატი გაგაოცებთ

530

მარტივი და გემრიელი ცომეული ნებისმიერ საღამოს გაალამაზებს. საკმარისია, რამდენიმე არომატული პეჩენია აიღოთ, საყვარელი ჩაი მოადუღოთ და პლედში გახვეულმა ტელევიზორის წინ მიირთვათ. ასეთი საღამო გემრიელი დესერტით და საყვარელი ფილმით აუცილებლად საოცრად ჩაივლის. გთავაზობთ მსუბუქ რეცეპტს, რომელზეც დიდი წვალება არ მოგიწევთ. სწრაფი კაკლის პეჩენიის მომზადებას დამწყები დიასახლისიც შეძლებს.

ამ ტკბილეულის ფხვიერი და ამავდროულად ნაზი ტექსტურა ცხელ ჩაიზე მისაყოლებლად იდეალურია. ვინ შეძლებს არომატული პეჩენიის ცდუნებას გაუძლოს? ალბათ, ამ კითხვაზე პასუხი თვალსაჩინოა.

როგორ მოვამზადოთ სწრაფი კაკლის პეჩენია

ასეთი გემრიელი დესერტის გამოსაცხობად ნებისმიერი კაკალი შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, მიწისთხილი, თხილი ან ნიგოზი. ნიგოზი ბიუჯეტური და გემრიელია. შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს.

ინგრედიენტები:

  • 150 გ ნიგოზი
  • 100 გ კარაქი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 1 კვერცხი
  • 150 გ შაქარი
  • 200 გ ხორბლის ფქვილი
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

1. ნიგოზი მოხალეთ. საცხობ ფორმაზე მოათავსეთ და 150 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით აცხვეთ. ამის შემდეგ კაკალი დაფშვენით.

2. რბილი კარაქი, შაქარი, გამაფხვიერებელი და მარილი კარგად აურიეთ.

3. კვერცხი და ხორბლის ფქვილი დაუმატეთ. კარგად აურიეთ. დაქუცმაცებული კაკალი დაუმატეთ. კვლავ აურიეთ. მრგვალი ფორმები გააკეთეთ.

4. პერგამენტდაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით აცხვეთ.

პეჩენია მზადაა. არომატული ჩაი ხილით და დარიჩინით მიაყოლეთ. ამისთვის 2 ვაშლი აიღეთ. გათალეთ და შუაგული მოაშორეთ, შემდეგ წვრილად დაჭერით. ჩაიდანში დაჭრილი ვაშლი ჩაყარეთ. დარიჩინის ჩხირები დაუმატეთ. ჩაი ჩაყარეთ. მდუღარე წყალი დაასხით. თავსახური დაახურეთ და 10 წუთით გააჩერეთ. ფხვიერი კაკლის პეჩენია და ვაშლის ჩაი დარიჩინით სუფრაზე შეგიძლიათ გაიტანოთ. გემრიელად მიირთვით!