ლამაზი ორფერიანი კექსი „ლეოპარდი“ ჩაიზე მისაყოლებლად

604

დესერტი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ლამაზიც უნდა იყოს. მარტივი ცომეულიც ლამაზად შეგიძლიათ გააფორმოთ. ლამაზი კექსი სტუმრებს აღაფრთოვანებს.

ორფერიანი კექსი შესაფერისია მათთვის, რომელთაც არჩევა უჭირთ: ჩვეულებრივი თუ შოკოლადის. დესერტი არა ორ, არამედ მთელ სამი სახის ცომს აერთიანებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამჯერ მომზადება მოგიწევთ. ყველაფერი გაცილებით მარტივია!

როგორ მოვამზადოთ ლამაზი ორფერიანი კექსი „ლეოპარდი“ ჩაიზე მისაყოლებლად

ყოველგვარი ფორმის, კრემის, მოსაყრელის და ჭიქურის გარეშე უბრალო ბისკვიტის კექსი ლამაზ დესერტად გადაიქცევა. აუცილებლად სცადეთ: გაჭრილი კიდევ უფრო ლამაზია.

ინგრედიენტები:

  • 100 გ კარაქი
  • 4 კვერცხი
  • 50 გ სიმინდის სახამებელი
  • 2,5 ს/კ კაკაოს ფხვნილი
  • მწიკვი მარილი
  • 200 გ შაქარი
  • ვანილი გემოვნებით
  • 180 გ ხორბლის ფქვილი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 1 ჩ/კ მზესუმზირის ზეთი

მომზადების წესი:

1. რბილი კარაქი შაქართან ერთად ათქვიფეთ.

2. კვერცხი და ვანილი აურიეთ, კარაქის მასას დაუმატეთ და ათქვეფა გააგრძელეთ.

3. ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი აურიეთ და გაცერით. 2,5 ს/კ ნარევიდან ამოიღეთ. დარჩენილი კვერცხი–კარაქის მასას დაუმატეთ.

4. ცომი ისე გაანაწილეთ, რომ 80 გ, 150 გ და დანარჩენი გამოვიდეს. 80 გ ცომს 0,5 ს/კ კაკაო და 0,5 ს/კ გადადებული ფქვილი დაუმატეთ. 150 გ ცომს დარჩენილი კაკაო, ხოლო დარჩენილ ცომს დარჩენილი ფქვილი დაუმატეთ. 3 ფერი გამოგივათ: ღია, ღია შოკოლადისფერი და შოკოლადისფერი.

5. სამი სახეობის ცომი საკონდიტრო ტომრებში გადაიტანეთ. საცხობ ფორმას მზესუმზირის ზეთი წაუსვით. ცომი ფორმაში გადაიტანეთ, ფოტოზე გამოსახული ფორმები გაიმეორეთ.

6. ამის შემდეგ ღია ფერის ცომით დაფარეთ. ზემოდან შოკოლადისფერი და ღია შოკოლადისფერი ცომით ბადე დახატეთ. ბოლოს ღია ფერის ცომით დაფარეთ. 180 გრადუსზე 45 წუთით აცხვეთ.

ოჯახის წევრები ასეთი ზოლებიანი დესერტით გაანებივრეთ. კექსის გამოცხობა მარტივია, მაგრამ რამდენ სიხარულს გვანიჭებს! თუ დრო არ გაქვთ, მხოლოდ ორი ფერი გამოიყენეთ: თეთრი და ყავისფერი. საკონდიტრო ტომრის ნაცვლად უბრალო პარკი შეგიძლიათ გამოიყენოთ.