წვნიანი და ხრაშუნა ყაბაყი ყველის კლიარში. ხორცზე გემრიელია

464

მახსოვს, როგორ მოვამზადე პირველად ყაბაყი ყველის კლიარში. ძალიან ვნერვიულობდი, რადგან ეს ბოსტნეული ჩემს ოჯახის წევრებს უკვე მობეზრდათ, თუმცა ამ კერძს დიდი აღფრთოვანებით შეხვდნენ, მთლიანად შეჭამეს და დამატება ითხოვეს. თავიდან ვერ დაიჯერეს, რომ საფუძველი უბრალო ბოსტნეული იყო!

ამ რეცეპტით შემწვარი ყაბაყი ხორცზე გემრიელი გამოდის! დაბეგვილ ხორცს ან ფრანგული მეთოდით მომზადებულ ხორცს ჰგავს, მაგრამ უფრო სასარგებლო და არომატულია. როგორც წასახემსებელი ან ცხელი კერძი სუფრაზე გაიტანეთ.

როგორ მოვამზადოთ წვნიანი ყაბაყი ყველის კლიარში ტაფაზე

უდავოდ, ყაბაყი არა ზოლებად, არამედ რგოლებად შეგიძლიათ დაჭრათ. გარდა ამისა, შემწვარ ყაბაყს რაიმე შიგთავსი შეგიძლიათ დაუმატოთ. კლიარში სანელებლებით ექსპერიმენტები შეგიძლიათ ჩაატაროთ.

ინგრედიენტები:

  • 3 ყაბაყი
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • 60 გ ხორბლის ფქვილი
  • პაპრიკა გემოვნებით
  • 100 გ ხმელი ყველი
  • მარილი გემოვნებით
  • 100 გ საფანელი
  • 4 კვერცხი
  • იტალიური სუნელები გემოვნებით
  • ზეითუნის ზეთი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ყაბაყი გარეცხეთ და სიგრძეზე საშუალო სისქის ზოლებად დაჭერით. ორივე მხრიდან მსუბუქად დაბეგვეთ, მარილი და წიწაკა მოაყარეთ და 10 წუთით გააჩერეთ.

2. ფქვილი და საფანელი აურიეთ. ცალკე კვერცხი, მარილი, სანელებლები და ხმელი ყველი აურიეთ.

3. ტაფაზე ზეთი გააცხელეთ. ყაბაყის თითოეული ზოლი ჯერ ფქვილის და საფანელის ნარევში ამოავლეთ, შემდეგ კვერცხის მასაში.

4. ყაბაყი ორივე მხრიდან შეწითლებამდე შეწვით.

შემწვარი ყაბაყი სუფრაზე სოუსთან ერთად გაიტანეთ. ნებისმიერი სოუსი გამოგადგებათ. თუ ცხარე გიყვართ არაჟანი, ცოტა ნიორი და დაჭრილი მწვანილი აურიეთ. ასევე ტკბილ–მწარე, ყველის სოუსი ან მაიონეზი შეგიძლიათ გააკეთოთ. გემრიელად მიირთვით!