თითოეულ ჩვენგანს აქვს საყვარელი არომატები ბავშვობიდან. ბებიის მიერ გამომცხვარი ცომეულის სუნი განსაკუთრებული სითბოთი მახსენდება. მიყვარდა სეირნობიდან დაბრუნება, საყვარელ წინსაფარში ცხვირის ჩაყოფა და იმის შეგრძნება, რომ დღეს დესერტად მურაბიანი ფუნთუშები მექნებოდა.
„თუ სულში და ოჯახში მშვიდობა გსურს, პური გამოაცხვე“, ამბობდა ბებია. როცა გარდაიცვალა, მისი რჩევა პრაქტიკაში არაერთხელ გამოვცადე. სწორედ ამიტომ, მეგობრული და მხიარული ოჯახი მყავს. ცომეული ნამდვილად გვაერთიანებს. ჩხუბის შემდეგ ჩვენი შერიგება შეუძლია. არ გჯერათ? თავად სცადეთ. Gastronomia.ge–ს რედაქცია მურაბიანი ფუნთუშების რეცეპტს გიზიარებთ.
მურაბიანი ფუნთუშები
ინგრედიენტები:
- 200 მლ რძე
- 100 გ ახალი საფუარი
- 7 ს/კ შაქარი
- 5 ს/კ ფქვილი (ცომისთვის)
- 100 გ მარგარინი
- 2 კვერცხი
- ვანილი
- 300 გ მურაბა
მომზადების წესი:
1. რძე, საფუარი და 4 ს/კ შაქარი აურიეთ. სითბოში მასის ამოსვლას დაელოდეთ.
2. ფქვილი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. 30 წუთით გააჩერეთ.
3. ვადის გასვლის შემდეგ მარგარინი, 1 კვერცხი, 3 ს/კ შაქარი და ვანილი დაუმატეთ. აურიეთ, ფქვილი დაუმატეთ. მაგიდაზე მოზილეთ. ფქვილი პროცესში დაუმატეთ, რომ ცომი რბილი გამოვიდეს და ხელებზე ან ზედაპირს არ მიეკრას. როცა ხელთ ჰაეროვანი ნაზი ცომი გექნებათ, 1 საათით სითბოში გააჩერეთ.
4. ცომი კიდევ ერთხელ ჩაზილეთ, საგორავით გააბრტყელეთ, მურაბა ჩადეთ და რულეტივით დაახვიეთ. რულეტი ნაჭრებად დაჭერით, რომ ლოკოკინის ფორმის ფუნთუშები მიიღოთ.
5. საცხობ ფორმას მარგარინი წაუსვით და ფუნთუშები დააწყვეთ. 20 წუთით მოიცადეთ, შემდეგ კარაქი წაუსვით და 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთით აცხვეთ.
ფუნთუშებს მსუბუქი მცენარეული ჩაი ძალიან უხდება. ასე გემოების და არომატების ანსამბლი უზრუნველ ბედნიერ ბავშვობაში გარანტირებულად დაგაბრუნებთ.
იმედი გვაქვს, რომ გემრიელი და არომატული ცომეულის გამოცხობა შეძელით. კარგ დღეს გისურვებთ!