ფრანგული სამეფო ნამცხვარი დამალული ლობიოს მარცვლით

1496

ეს ტრადიციული ფრანგული ნამცხვარია, რომელსაც ეპიფანიის  დღესასწაულისთვის (6 იანვარი) ამზადებდნენ. ძალიან ჰგავს ინგლისურ ნამცხვარს “მეთორმეტე ღამე”, იმ ნამცხვარშიც არის დამალული ლობიოს მარცვალი. ხოლო ვისაც ეს მარცვალი შეხვდებოდა, იმ დღის მეფე ხდებოდა და უფლება ჰქონდა, კიდევ მეოთხოვა ნამცხვარი. ეს ტრადიცია დღესაც შენარჩუნებულია.

ინგრედიენტები: 

  • 500 გ ფენოვანი ცომი
  • 1/2 ჭიქა (120 გ) უმარილო კარაქი (დარბილებული)
  • 70 გ შაქარი
  • 3/4 ჭიქა (75 გ) დაფქული ნუში
  • 3 კვერცხის ცილა (მსუბუქად ათქვეფილი)+ 1 კვერცხი (მსუბუქად ათქვეფილი) გლაზურისთვის
  • 1 ს/კ ალუბლის ან სხვა ხილის ბრენდი
  • 1/2 ჩ.კ. ნუშის ექსტრაქტი (ესენცია)
  • ლობიოს მარცვალი

ულუფა: 10-12

მომზადება: 30 წუთი

ცხობა: 30-35 წუთი

მომზადების წესი:

  1. ბისკვიტი. ღუმელი 200 გრადუსზე გააცხელეთ. შეათბეთ ტორტის ფორმა (23 სმ).
  2. ფენოვანი ცომის ნახევარი ისე გააბრტყელეთ, რომ დიამეტრი 25 სმ იყოს. ეს ცომი ფორმის ძირში ჩააფინეთ.
  3. კარაქი და შაქარი გათეთრებამდე ათქვიფეთ, ვიდრე კრემისებურ, ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. დაამატეთ დაფქული ნუში, 3 კვერცხის ცილა, ბრენდი და ნუშის ექსტრაქტი. თქვიფეთ, სანამ კარგად არ შეერევა ერთმანეთს. შემდეგ მიღებულ მასას ლობიოს მარცვალი ჩააყოლეთ და აურიეთ.
  4. ფორმაში ჩაფენილ ფენოვან ცომს მსუბუქად გადაუსვით ოდნავ ათქვეფილი კვერცხის გული და მომზადებული მასა მოასხით.
  5. ფენოვანი ცომის მეორე ნაწილი ისე გააბრტყელეთ, რომ საცხობ ფორმას გადაეფაროს. კარგად ამოუკეცეთ ბოლოები, კიდეები კი გაალამაზეთ.
  6. ბასრი დანის წვერით ზედაპირზე ცენტრიდან კიდეებისკენ ნახევარმთვარისებური რკალები დახაზეთ. ეცადეთ, ცომი არ გაგეჭრათ.
  7. გადაუსვით დარჩენილი კევრცხის გული.
  8. აცხვეთ 30-35 წუთის განმავლობაში (ოქროსფერი უნდა გახდეს).
  9. თბილივე დაჭერით და მიირთვი.