ცნობილი ბანანის დესერტი ტაფაზე

602

ზოგჯერ ქურასთან დგომის და დესერტების მომზადების დრო საერთოდ არ გვაქვს. ამ დროს სწრაფი და მარტივი რეცეპტები დაგეხმარებათ. Gastronomia.ge–ს რედაქცია სწორედ ასეთ რეცეპტს გთავაზობთ. შოკოლადის პეროგი ბანანით მოამზადეთ. მინიმუმი ინგრედიენტები დაგჭირდებათ. ღუმელის ჩართვა არ მოგიწევთ, მხოლოდ ტაფა და ექსპერიმენტების სურვილია საჭირო.

ინგრედიენტები ბანანის კარამელიზაციისთვის:

  • 2 ბანანი
  • 20 გ კარაქი
  • 1 ს/კ შაქარი

ცომის ინგრედიენტები:

  • 1 კვერცხი
  • 50 გ შაქარი
  • ვანილი
  • 50 მლ მცენარეული ზეთი
  • 100 მლ რძე
  • 130 გ ფქვილი
  • 20 გ კაკაო
  • 8 გ გამაფხვიერებელი

მომზადების წესი:

1. ორი ბანანი აიღეთ, ფესვები მოაჭერით და სიგრძეზე ორ ნაწილად გაყავით. შემდეგ ქერქი მოაშორეთ.

2. ტაფა გააცხელეთ. კარაქი გაადნეთ. შაქარი დაუმატეთ და სრულად გადნობამდე აურიეთ. წელვადი კარამელი უნდა მიიღოთ. მასში ბანანის ნაჭრები ჩადეთ და სიროფში ცოტა ხნით გააჩერეთ.

3. ამ დროში ცალკე თასში ცომისთვის კვერცხი და შაქარი აურიეთ, ვანილი დაუმატეთ. კარგად ათქვიფეთ, შემდეგ ზეთი დაუმატეთ. სეზამის ან გოგრის თესლის ზეთი შეგიძლიათ დაუმატოთ. ასე უჩვეულო გემოს მიიღებთ. მზესუმზირას ზეთიც გამოგადგებათ.

4. ამის შემდეგ რძე დაუმატეთ და ისევ აურიეთ. აქვე დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი და კაკაო. ყველაფერს კარგად აურიეთ. თხევადი ცომი უნდა მიიღოთ.

5. ბანანებს ზემოდან ცომი დაასხით, თანაბრად გაანაწილეთ. თავსახური დაახურეთ და 10-15 წუთით აცხვეთ. პეროგი ლამაზ თეფშზე გადაიტანეთ, გააგრილეთ და წარმოუდგენელი გემოთი დატკბით!

შოკოლადის პეროგი ბანანით საქმიანი დიასახლისებისთვის ნამდვილი აღმოჩენაა. სახლში მიხვედი, ყველაფერი ტაფაზე დაყარეთ და 15 წუთში ჩაიზე მისაყოლებელი მზადაა. თან პეროგის გემო წარმოუდგენელია. კარამელიზებული ბანანი საოცრებაა!