ხაჭოს ნამცხვარი სეზონის ყველაზე კაშკაშა ხილით: ბოლო ნამცეციც კი არ რჩება

1539

ზამთარში გვიწევს საკმაოდ ერთფეროვანი და კალორიული საკვების მიღება. ამ დროს ინგრედიენტები შეზღუდულია, განსაკუთრებით, ხილი და ბოსტნეული.

საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე სახეობის სეზონური ხილი, რომლებსაც შეუძლიათ რაციონის გამდიდრება. კივი სწორედ ასეთია. მოამზადეთ ორიგინალური ხაჭოს ნამცხვარი კივით. ნაზი ცომი შესანიშნავად ეხამება მომჟავო შიგთავსს.

ინგრედიენტები

  • 260 გრ ფქვილი
  • 3 ც კივი
  • 250 გრ ხაჭო
  • 110 მლ კეფირი
  • 110 გრ შაქარი

მომზადება

  1. დააბლენდერეთ ხაჭო, დაუმატეთ შაქარი და კვლავ მოურიეთ ერთგვარი მასის მიღებამდე.
  2. დაუმატეთ კეფირი, შემდეგ ფქვილი და მოზილეთ ერთგვარი ცომი. შემოახვიეთ პირსახოცი და დადგით თბილ ადგილას 30 წუთით.
  3. დაჭერით კივი თხელ რგოლებად. გააბრტყელეთ ცომი 4-5 მმ სისქეზე. შემდეგ ამოჭერით ერთი ზომის სამკუთხედები ან წრეები. მოათავსეთ ყოველზე კივი, შეკარით კონვერტები ისე, რომ ხილი ოდნავ ჩანდეს.
  4. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, მოათავსეთ ნაწარმი. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით. მზა დესერტი გააცივეთ, მოაყარეთ შაქრის პუდრი ან მოასხით მდნარი შოკოლადი.

ნამცხვარი არამხოლოდ გემრიელი, არამედ ძალიან ლამაზი გამოდის. თამამად შეგიძლიათ მიართვათ სტუმრებს სადღესასწაულო სუფრაზე. შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!