გრძელვადიანი პურის ხაში საფუარის ნაცვლად

719

საფუარის პური და ხაშზე მომზადებული პური არა მხოლოდ გემოთი განსხვავდება. ითვლება, ხაშზე მომზადებულ პურს ორგანიზმი უკეთ ინელებს, რადგან ფერმენტაციის უფრო დიდ პერიოდს გადის. ამასთან, პური რბილი და ფორებიანი გამოდის. Gastronomia.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გააკეთოთ მუდმივი პურის ხაში. ხაში მხოლოდ ერთხელ უნდა მოამზადოთ და პერიოდულად „გამოკვებოთ“.

როგორ გავაკეთოთ პურის ხაში

ხაში ფქვილისა და წყლისგან მზადდება. კარგი ფქვილი უნდა შეარჩიოთ, რომელიც მინიმუმ 7% ცილას შეიცავს. შემდეგ შეგიძლიათ არ ინერვიულოთ, რომ სახლში ახალი პური არ გექნებათ. თუ სახლში ცოცხალი ან სწრაფად მოქმედი საფუარი არ გაქვთ, ხაში დაგეხმარებათ. დიახ, უფრო დიდხანს მზადდება, ვიდრე აფუებული ცომი, მაგრამ ყოველთვის ხელთ გექნებათ, სანამ გამოკვებავთ.

ინგრედიენტები:

  • 100 გ ფქვილი
  • 130 მლ წყალი

მომზადების წესი:

  1. სუფთა ლიტრიან ქილაში უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილი ჩაყარეთ და ცივი გაფილტრული წყალი დაასხით. კარგად აურიეთ ისე, რომ თხევადი არაჟანი მიიღოთ.
  2. სველი პირსახოცი დააფარეთ და თბილ ადგილას 24 საათით გააჩერეთ. ამ დროში 3–ჯერ აურიეთ.
  3. 24 საათში ისევ დღეში 3–ჯერ აურიეთ. კიდევ 100 გრამი ფქვილი და 100 მლ წყალი დაუმატეთ. ხაში თბილ ადგილას გააჩერეთ.
  4. მესამე დღეს იგივე მოქმედება გაიმეორეთ. მე-4 დღეს ხაში მზად იქნება. რაც უფრო დიდხანს მზადდება ხაში, მით უფრო ძლიერდება და უფრო გემრიელი პური გამოდის.

ხაშზე მომზადებული პური ჰაეროვანი და ფორებიანია. მოსამზადებლად გამოიყენეთ ხაში 1:4 პროპორციით რეცეპტში მითითებული წყლის რაოდენობის მიხედვით. ხაში მაცივარში თავდახურულ ქილაში შეინახეთ. ქილის თავსახური დახვრიტეთ. ყოველი გამოყენების წინ პურის მომზადებამდე 4 საათით ადრე 100 გ ფქვილი და 100 მლ წყლით გამოკვებეთ. იდეალურ პირობებში ხაში მაცივარში დიდხანს შეგიძლიათ შეინახოთ, თუ გამოკვებავთ. გთავაზობთ ჭვავის პურის რეცეპტს ხაშით, საფუარის გარეშე.

ჭვავის პური ხაშით

ყველა ცომეული სასარგებლო არაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პურზე უარი უნდა თქვათ. მაგალითად, ხაშზე მომზადებული ჭვავის პური ბევრ უჯრედისს შეიცავს და საჭმლის მომნელებელ სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს. ასეთი პური დაბალკალორიულ პროდუქტად ითვლება, რადგან 100 გრ ჭვავის პური 174 კალორიას შეიცავს, ხოლო ბატონი – 274 კალორიას და უჯრედისს არა.

ინგრედიენტები:

  • 5 ს/კ ხაში
  • 300 გ ხორბლის ფქვილი
  • 300 გ ჭვავის ფქვილი
  • 500 მლ თბილი წყალი
  • 1 ს/კ მარილი

მომზადების წესი:

  1. ხაში, წყალი, მარილი და ფქვილი აურიეთ. წებოვანი ცომი მოზილეთ.
  2. საცხობ ფორმას პერგამენტი დააფარეთ და ცომი მოათავსეთ. პარკი დააფარეთ და 4 საათით თბილ ადგილას გააჩერეთ. ცომი შეგიძლიათ მთელი ღამით მაცივარში შეინახოთ.
  3. პურის თავი პულვერიზატორით დანამეთ, თუ ქერქი გიყვართ. ზემოდან ბასრი დანით შეგიძლიათ ჩაჭრათ.
  4. 240 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10 წუთით აცხვეთ, შემდეგ ტემპერატურას 200 გრადუსამდე დაუწიეთ და პური 1,5 საათით აცხვეთ.

რედაქციის რჩევა

ხაშზე მომზადებული პური სიცივეში ნელა ამოდის. თუ ცომი არ ამოდის, ღუმელში მოათავსეთ და ნათურა აანთეთ. მხოლოდ მთლიანად გაგრილებული პური დაჭერით. გირჩევთ, გამოცხობიდან მეორე დღეს მიირთვათ. ხაში სხვადასხვა ფქვილიდან შეგიძლიათ მოამზადოთ: ხორბალი, ჭვავი, შერეული ფქვილი. პურს შეგიძლიათ სხვადასხვა თესლი დაუმატოთ. როგორ აკეთებთ ხაშს?