„დათბუნული“ კატლეტი კარტოფილის, ყველის და კვერცხის ქუდის ქვეშ

505

ახალი ფარშის საყიდლად ხორცპროდუქტების მაღაზიაში შევირბინე. კატლეტი ისე მომინდა, რომ უკვე თვალები მიბნელდებოდა. თითო კილოგრამი სხვადასხა სახის ფარში შევიძინე. უმეტესობას გავყინი, ხოლო ძროხის ხორცით კატლეტს კარტოფილის ქურქის ქვეშ გავაკეთებ. Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ „დათბუნული“ კატლეტის რეცეპტს, რომელიც ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს.

როგორ მოვამზადოთ კატლეტი კარტოფილის, ყველის და კვერცხის ქურქის ქვეშ

„დათბუნული“ კატლეტი უნივერსალურია, რადგან გარნირი არ სჭირდება. საერთოდ, სანამ ამ რეცეპტის შესახებ გავიგებდი, ჩემი შვილები კატლეტს არ ჭამდნენ. თითქოს, ძალიან ბანალური კერძია! ასეთი ფორმით სადღესასწაულო სუფრაზეც შეგიძლიათ გაიტანოთ. რაც მთავარია, ბევრის დახარჯვა არ მოგიწევთ.

ინგრედიენტები:

  • 0,5 ჩ/კ პაპრიკა
  • 0,5 ჩ/კ კარი
  • მარილი გემოვნებით
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • 0,8 კგ ძროხის ფარში
  • 2 კარტოფილი
  • 2 ხახვი
  • 2 კვერცხი
  • 100 გ ხმელი ყველი
  • 2 კბილი ნიორი
  • მაიონეზი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ხახვი გაასუფთავეთ და თხელ ნახევარ რგოლებად დაჭერით. ზეთწასმულ საცხობ ფორმაზე დაყარეთ. გაათანაბრეთ, მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ. კვერცხი მოხარშეთ.

2. ფარშს მარილი, სანელებლები და დაპრესილი ნიორი დაუმატეთ და აურიეთ. კატლეტები გააკეთეთ. პირადად, 8 მსხვილი კატლეტი გამომივიდა. ხახვის ზემოდან დააწყვეთ.

3. კვერცხი გაფცქვენით და საშუალო სახეხზე გახეხეთ. კატლეტს ზემოდან დაუმატეთ. შემდეგი ფენა – გახეხილი კარტოფილი, ზემოდან – ყველი. ყველს ზემოდან ცოტა მაიონეზი მოასხით.

4. მზა კატლეტი 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთით აცხვეთ. მზა კატლეტებს დაჭრილი მწვანილი მოაყარეთ და სუფრაზე ცხელი გაიტანეთ. მზადაა!

„დათბუნულ“ კატლეტებს გარნირი არ სჭირდება, რადგან ისედაც ძალიან ნოყიერია, მაგრამ შეგიძლიათ პიურე დაუმატოთ. გემრიელად მიირთვით. როგორ მოგწონთ რეცეპტი?