პოლონური ფუნჩულა ჯემით

797

ფუნჩულა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში პოპულარული ტკბილეულია და ყველგან თავისებურად ამზადებენ. ამ ტკბილეულისთვის ცომის და შიგთავსის მომზადების სხვადასხვა ვარიანტი არსებობს. შოკოლადის, ჯემის ან მოხარშულის კრემის ფუნჩულებს შორის დიდი განსხვავება არაა, რადგან შედეგი ერთია: წარმოუდგენლად გემრიელია.

ამ რეცეპტით დესერტი ჰაეროვანი და ფაფუკი გამოდის. გაოცდებით, რამდენად ამოვა ცომი და რამდენად რბილ ფუნჩულას მიიღებთ. ტკბილი ფუნჩულა კარგია იმით, რომ ნებისმიერი შიგთავსი შეგიძლიათ აირჩიოთ. თუ სახლში ჯემი ვერ იპოვეთ, ხოლო ექსპერიმენტების სურვილი გაქვთ, შესქელებული რძით და ლიმონით უჩვეულო კრემი მოამზადეთ. უნაზესი ცომის და მსუბუქად მომჟავო შიგთავსის კომბინაცია მოგეწონებათ.

ინგრედიენტები:

  • 300 მლ წყალი
  • 600 გ ხორბლის ფქვილი
  • 7 გ მშრალი საფუარი
  • 3 ს/კ შაქარი
  • 400 მლ მზესუმზირას ზეთი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 100 გ ჯემი

მომზადების წესი:

1. საფუარი თბილ წყალში გახსენით. მარილი და შაქარი დაუმატეთ, კარგად აურიეთ.

2. 350 გრამი გაცრილი ფქვილი ღრმა თასში ჩაყარეთ და საფუარის ნარევი დაასხით. კარგად აურიეთ.

3. 2 ს/კ მზესუმზირას ზეთი და დარჩენილი ფქვილი დაუმატეთ.

4. ცომი ხელით მოზილეთ.

5. პირსახოცი დააფარეთ და 1 საათით თბილ ადგილას გააჩერეთ.

6. ცომი მოზილეთ. ცომი გააბრტყელეთ და ნაჭრებად დაყავით. თითოეული დააგუნდავეთ, შემდეგ კვერებად გააბრტყელეთ. პარკი დააფარეთ და 10 წუთით გააჩერეთ.

7. კვერებს ჯემი დაუმატეთ და კიდეები შეკარით. ეცადეთ, რომ მრგვალი ფორმა მისცეთ. ფუნჩულები კიდევ 10 წუთით გააჩერეთ.

8. ფრიტიურში ოქროსფერ შეფერილობამდე ორივე მხრიდან შეწვით.

მზა ფუნჩულები ქაღალდზე დააწყვეთ, რომ ზედმეტი ცხიმი მოაშოროთ. სუფრაზე გატანის წინ შაქრის ფხვნილი მოაყარეთ. მენდეთ, ასეთი არომატული დესერტი გულგრილს არავის დატოვებს.