სახალისო და ეფექტური შაქრის კალათები მარწყვიანი რიკოტას კრემით

1305

ეს მშვენიერი ნუგბარი სახალისო მოსამზადებელია და ეფექტურია  სტუმრების გასამასპინძლებლად. შაქრის კალათები შეგიძლიათ ვანილის კრემით ან ნაღების კრემით ამოავსოთ, მოცხარით ან ჟოლოთი მორთოთ. გახსოვდეთ, რომ კალათები კრემით უნდა აავსოთ ზუსტად სუფრაზე მიტანის წინ, რომ არ გაიჟღინთოს. ახლა კი,მოდით შევუდგეთ მის მომზადებას.

ინგრედიენტები:

შაქრის კალათები:

  • 3 სუფრის კოვზი კარაქი
  • 1/4 ფინჯანი (50 გ) შაქარი
  • 2 სუფრის კოვზი თაფლი
  • 1/2 ფინჯანი (50 გ) ფქვილი

მარწყვიანი რიკოტას კრემი: 

  • 3 ფინჯანი (450 გ) ახალი მარწყვი, დაჭრილი
  • 100 გ შაქარი
  • 400 გ რიკოტა, გაწურული
  • 1/3 ფინჯანი შაქრის პუდრი

ულუფა -6

მომზადება: 45 წუთი

დონე: 3

მომზადების წესი: 

  1. გააცხელეთ ელექტროღუმელი 150 გრადუსზე, აირღუმელი დააყენეთ ნიშნულზე – 4.
  2. შაქრის კალათები: დიდ საცხობ ტაფაზე დააფინეთ პერგამენტი. წაუსვით კარაქი.
  3. მოამზადეთ 6 საშუალო ზომის ჭიქა.
  4. პატარა ქვაბში, დაბალ ცეცხლზე, გაადნეთ კარაქი. დაუმატეთ შაქარი და თაფლი, შეურიეთ ფქვილი. ბურთულები დაალაგეთ მომზადებულ ტაფაზე, არ გააბრტყელოთ, თვითონ გაიშლება ღუმელში. აცხვეთ 7-8 წუთი.
  5. გამომცხვარი მასა გააგრილეთ ისე, რომ მისი ხელში დაჭერა შეძლოთ, იმუშავეთ სწრაფად. ჭიქების ძირებზე შემოახვიეთ ისე, რომ კალათის ყალიბები მიიღოთ. დატოვეთ გასაგრილებლად და გასამკვრივებლად.
  6. მარწყვიანი რიკოტას კრემი: 2 ფინჯანი მარწყვი შაქართან ერთად საშუალო ზომის ქვაბში მოათავსეთ, დადგით საშუალო ცეცხლზე, სანამ დარბილდება, დაახლოებით 10 წუთით. შემდეგ ბლენდერში ათქვიფეთ.
  7. რიკოტა შაქრის პუდრთან ერთად ათქვიფეთ. მიღებულ რბილ მასას დაუმატეთ მარწყვის ნაზავი. ურიეთ, რომ მოწითალო კრემი მიიღოთ.
  8. კრემი მოათავსეთ კალათებში. მორთეთ დარჩენილი მარწყვით და მაშინვე მიიტანეთ სუფრაზე.