დიასახლისები ქათმის ფრთებს გამაფხვიერებელს აყრიან და აი, რატომ

604

საფანელში ამოვლებული ქათმის ფრთები დიდი წვეულებისთვის გემრიელი კერძია. ყველა სტუმარი კმაყოფილი დარჩება. Gastronomia.ge–ს რედაქცია საკმაოდ საინტერესო რეცეპტს გთავაზობთ. ფრთებისთვის საფანელად უჩვეულო ინგრედიენტს გამოვიყენებთ.

ქათმის ფრთები საფანელში

ასეთი ფრთები სხვას არ ჰგავს. საიდუმლო ინგრედიენტი უბრალო გამაფხვიერებელია. დიახ, ის, რომელიც ცომეულის საცხობად გამოიყენება. გამაფხვიერებელი ქათმის ფრთებს განუმეორებელ ხიბლს მატებს.

ინგრედიენტები:

  • 800 გ ქათმის ფრთები
  • 2 ს/კ ფქვილი
  • 1 ჩ/კ შებოლილი პაპრიკა
  • 1 ჩ/კ ხმელი ნიორი
  • 1 ჩ/კ ხმელი ოხრახუში
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • მარილი გემოვნებით

სოუსის ინგრედიენტები:

  • 50 გ კარაქი
  • 70 გ პარმეზანი
  • მარილი გემოვნებით
  • ნახევარი ლიმონი
  • ნახევარი ფორთოხალი

მომზადების წესი:

1. ქათმის ფრთები კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ. თითოეული ფრთა სამ ნაჭრად დაჭერით. მხოლოდ მხრის და იდაყვის ნაწილი გამოიყენეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ამ ნაჭრებზე ზედმეტი სითხე არ დარჩეს.

2. საფანელის მომზადება დაიწყეთ. ღრმა თასში ფქვილი, მარილი, ხმელი ნიორი და ოხრახუში, პაპრიკა და გამაფხვიერებელი ჩაყარეთ. მშრალი ინგრედიენტებს აურიეთ და ამ ნარევში ფრთები ჩადეთ.

3. არ დაგავიწყდეთ, რომ ფრთები მშრალი უნდა იყოს. პროცესის გასამარტივებლად, საყინულის პარკები გამოიყენეთ. საფანელის ნარევი ჩაყარეთ, შემდეგ მორიგეობით ფრთები ჩადეთ. ასე თითოეულ ნაჭერს საფანელში კარგად ამოავლებთ.

4. როგორც კი, ყველა ფრთა საფანელით დაიფარება, ღუმელში მოათავსეთ. საცხობ ფორმას ზეთი შეასხურეთ და ფრთები დააწყვეთ. 200 გრადუსზე 30 წუთით აცხვეთ.

5. ასეთი გამომცხვარი ფრთები დამატებითი სოუსის გარეშე შეგიძლიათ მიირთვათ, რომ საფანელის გემო კარგად იგრძნოთ. ყოველი შემთხვევისთვის მაგიდაზე გემრიელი სოუსი გაიტანეთ.

6. გამდნარი კარაქი, წვრილად გახეხილი პარმეზანი, ნახევარი ლიმონის და ფორთოხლის წვენები აურიეთ. თუ სურვილი გაქვთ, სანელებლები დაუმატეთ. თუ რომელიმე სტუმარს მშრალი ფრთები არ უყვარს, წინასწარ ასეთ სოუსში 10 წუთით გააჩერეთ, შემდეგ მაგიდაზე გაიტანეთ.

ამ რეცეპტით ქათმის ფრთების მომზადებას გირჩევთ. წარმოუდგენლად ხრაშუნა გემო გულგრილს არავის დატოვებს. მოგეწონათ რეცეპტი? გაქვთ პირადი ხრიკი, როგორ მოამზადოთ ქათამი და მისი ნაწილები? გაგვიზიარეთ რეცეპტები!