გალუშკები უკრაინული სამზარეულოს ტრადიციული კერძია. ნოყიერი კერძია, განსაკუთრებით შემწვარ ხორცთან ერთად. კერძი პოლტავაში მოგზაურობის შემდეგ შემიყვარდა. აქ, ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყიდება. პოლტავური გალუშკები იმდენად პოპულარულია, რომ ძეგლიც დაუდგეს.
სახლში მისვლისას სალფეთქზე ჩაწერილი რეცეპტით მისი მომზადება გადავწყვიტე. ჩემ ოჯახს ხახვთან ერთად შემწვარი ქონიანი ხორცის ნაჭრები და მის სუნში შებოლილი მოხარშული ცომი ძალიან მოეწონა. სურვილის შემთხვევაში გალუშკები შეგიძლიათ ქოთანში გამოაცხოთ, კარაქი, სოკო და ცოტა ქათმის ხორცი დაუმატოთ.
ინგრედიენტები:
- 1 ჭიქა წყალი
- 1,5-2 ჩ/კ მარილი
- 400 გ ხორბლის ფქვილი
- 300 გ ქონიანი ხორცი
- 1-2 დაფნის ფოთოლი
- 0,5 ჩ/კ ქინძი
- 15 გ საფუარი
- 1 ჩ/კ შაქარი
- 1 კვერცხი
- 2 ხახვი
- 0,5 ჩ/კ ხორცის სანელებლები
- წიწაკის ნარევი გემოვნებით
მომზადების წესი:
1. ქონიან ხორცის ნაჭრებს ცოტა ქონი მოაჭერით და პატარა ნაჭრებად ირიბად დაჭერით. პირველ რიგში, ქონი უნდა გაადნოთ, რომ ხორცი არ დაიწვას. დანარჩენი მსხვილ ნაჭრებად დაჭერით.
2. ხიწიწი სუსტ ცეცხლზე კარგად შეწვით. შემდეგ ხორცი დაუმატეთ და ნახევრად მომზადებამდე შეწვით. ხახვი მეოთხედ რგოლებად დაჭერით და ხორცს დაუმატეთ. სანელებლები გემოვნებით დაუმატეთ, აურიეთ და მომზადებამდე შეწვით. ხახვი და ხორცი წვნიანი უნდა დარჩეს.
3. ცოცხალი საფუარი თბილ წყალში გააზავეთ. 0,5 ჩ/კ მარილი, შაქარი, კვერცხი და გაცრილი ფქვილი დაუმატეთ. რბილი ცომი მოზილეთ (ფქვილით არ გაავსოთ). 20 წუთით გააჩერეთ.
4. ცომი შუაზე გაყავით და თითოეულიდან ძეხვის ფორმა გააკეთეთ. პატარა ნაჭრებად დაჭერით ან ხელით დაანაწევრეთ. ქვაბში წყალი ჩაასხით და ცეცხლზე დადეთ. ცოტა მარილი და სურვილის შემთხვევაში დაფნის ფოთოლი დაუმატეთ.
5. ადუღებულ წყალს გალუშკები დაუმატეთ და 2-3 წუთით ხარშეთ. ახლა თეფშზე გადაიტანეთ, შემწვარი ხორცი დაუმატეთ და სუფრაზე ცხელი კერძი გაიტანეთ.
ცომი ხარშვისას ზომაში გაიზრდება. ეს გაითვალისწინეთ, როცა წყალში გალუშკებს ჩაყრით. შემწვარი ხორცი და გალუშკები კარგად აურიეთ, რომ ერთმანეთს არ მიეწებოს. ვიმედოვნებ, ისეთი გემრიელი გამოგივათ, როგორ მე!