მთელ მთა ბლინებს ვაცხობ: მომზადების უსწრაფესი მეთოდი და 3 წარმატებული რეცეპტი

1583

ყველამ იცის, როგორ გამოაცხოს ბლინები, თუმცა ცოტა თუ ხვდება, როგორ დააჩქაროს ეს პროცესი. თუ ცოტა დრო გაქვთ, ცომის გამარტივებულ რეცეპტს ან ორ ტაფას იყენებთ. პირველ შემთხვევაში, კერძის გემო შეიძლება დაზარალდეს, მეორე შემთხვევაში ბევრი ჭუჭყიანი ჭურჭელი დაგრჩებათ!

უკეთესი მეთოდის შესახებ ვიცი. თხელი ბლინები ორჯერ უფრო სწრაფად ცხვება. ადრე სასაუზმოდ ცხობას ვერ ვასწრებდი, ახლა მარტივად ვაკეთებ! ბლინები თანაბარი, მსუბუქი, ჰაეროვანი და ხმელი კიდეების გარეშე გამოდის. საინტერესო მეთოდს გიზიარებთ.

როგორ გამოვაცხოთ ბლინები 2-ჯერ უფრო სწრაფად

1. პირველ რიგში, თხელი ბლინებისთვის ცომი მოამზადეთ ისე, როგორ ჩვეულებრივ აკეთებთ.

2. გაზქურაზე ცეცხლი ჩართეთ და ტაფა კარგად გააცხელეთ.

3. ახლა ტაფის ძირი ცომში ჩააწეთ და ცეცხლზე გადაბრუნებული დადეთ.

4. დაელოდეთ, სანამ ბლინი კარგად გამოცხვება, შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით. ბლინს გადაბრუნება არ სჭირდება.

მზადაა! მთა გემრიელი თხელი ბლინები თქვენს თეფშზე ჩვეულებრივზე სწრაფად გაჩნდება. ნახეთ, როგორი თანაბრი და ლამაზი გამოვიდა. ახლა, როცა ბლინის მომზადება დიდ დროს არ წაგართმევთ, დროა ახალი რეცეპტები გამოსცადოთ. საყვარელ ვარიანტებს გიზიარებთ.

ბლინები რძით

ინგრედიენტები:

  • 2 კვერცხი
  • 1 ჭიქა რძე
  • 1,5 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჭიქა წყალი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 50 მლ მცენარეული ზეთი
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

  1. კვერცხი მარილთან და შაქართან ერთად მსუბუქად ათქვიფეთ.
  2. კვერცხის ნარევს წყალი და რძე დაუმატეთ, აურიეთ.
  3. მცენარეული ზეთი წვრილ–წვრილად დაუმატეთ და აურიეთ.
  4. ფქვილი გაცერით და ერთგვაროვანი ცომი მოზილეთ. ბლინები შეწვით.

ბლინები კეფირით

ინგრედიენტები:

  • 2 ჭიქა რძე
  • 1 ლ კეფირი
  • 2 კვერცხი
  • 3 ჭიქა ფქვილი
  • 2 ს/კ შაქარი
  • 1 ჩ/კ სოდა
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

  1. კვერცხი ათქვიფეთ, ცხიმიანი კეფირი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.
  2. მარილი დაუმატეთ და აურიეთ. სუსტ ცეცხლზე მასის შეთბობამდე დადგით.
  3. სოდა და შაქარი დაუმატეთ, აურიეთ.
  4. თანდათან ფქვილი დაუმატეთ და სქელი არაჟნის მსგავსი მასის მიღებამდე ცომი მოზილეთ. ბლინები გამოაცხვეთ.

სამარხვო ბლინები მინერალური წყლით

ინგრედიენტები:

  • 1,5 ჭიქა ფქვილი
  • მწიკვი მარილი
  • 1,5 ჩ/კ შაქარი
  • 2 ჭიქა მინერალური გაზიანი წყალი
  • 4 ს/კ მცენარეული ზეთი

მომზადების წესი:

  1. ფქვილი გაცერით, მარილი და შაქარი დაუმატეთ, აურიეთ.
  2. ფხვიერ მასას 1 ჭიქა მინერალური წყალი დაუმატეთ. წებოვანი ცომი მოზილეთ, გოროხები დაშალეთ.
  3. დარჩენილი წყალი დაუმატეთ და თხევადი ცომი მოამზადეთ. ნახევარი საათით გააჩერეთ.
  4. თუ საჭიროა, მინერალური წყალი დაუმატეთ. მცენარეული ზეთი დაუმატეთ და ბლინები შეწვით.

ახლა უკვე ბლინების ცხობის ახალი ტექნოლოგიის და რამდენიმე ოქროს რეცეპტის შესახებ იცით. რომელ ბლინს ანიჭებთ უპირატესობასთ? გამოგიცხვიათ მცენარეული ზეთით, საფუარით, წიწიბურას ან ბრინჯის ფქვილით? საინტერესო რეცეპტები გაგვიზიარეთ!