კომბოსტო შეგიძლიათ სხვადასხვანაირად მოთუშოთ, დღეს კი ჩვენ ზამთრის ვარიანტს შემოგთავაზებთ. კერძში კლასიკური ინგრედიენტების შესანიშნავი შეხამებაა: კომბოსტო, ლობიო და ხორცი. საკმაოდ ხელმისაწვდომია და საოცრად გემრიელი! ჩვენ მოგითხრობთ, როგორ მოამზადოთ იგი საუკეთესო სახით.
ამ რეცეპტისთვის კომბოსტოს მწნილიც გამოგადგებათ. ხორცი გემოვნების მიხედვით შეარჩიეთ. ლობიო – მოხარშული ან დაკონსერვებული.
ინგრედიენტები
- 1 ც კომბოსტო
- 250 გრ მოხარშული ლობიო
- 250 გრ ღორის ხორცი
- 1 ც ხახვი
- 2-3 კბილი ნიორი
- 3 ს.კ. ტომატის პასტა
- 3 ს.კ. წყალი
- 1 ც. სტაფილო
- 1 ჩ.კ. პაპრიკა
- 1 ჩ.კ. ბეგქონდარა
- ზეთი გემოვნებით
- მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება
- დაჭერით კომბოსტო.
- დაჭერით კუბებად ღორის ხორცი, ჩაასხით სქელძირიან ქვაბში ზეთი და შეწვით ხორცი.
- დაამატეთ კომბოსტო, მარილი, პილპილი და კარგად მოურიეთ.
- წვრილად დაჭერით ხახვი, გახეხეთ სტაფილო, მოთუშეთ ზეთში, შემდეგ დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი და სუნელები.
- როცა ბოსტნეული მოითუშება, დაუმატეთ წყალში გახსნილი ტომატის პასტა.
- ხორცსა და კომბოსტოს ნაზავად დაუმატეთ ლობიო, მოთუშეთ. დაუმატეთ მოთუშული ბოსტნეული, მოურიეთ. დააფარეთ თავსახური და ნელ ცეცხლზე გააჩერეთ რამდენიმე ხანი. შემდეგ გამორთეთ გაზქურა და კიდევ 15-20 წუთი გააჩერეთ კერძი.
ნოყიერი და გემრიელი ვახშმისთვის კერძი მზადაა. შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!