ხაჭო–გოგრის მობრაწულა: ნაზი, გემრიელი და სასარგებლო დესერტი

686

როგორც ცნობილია, ხაჭოთი და გოგრით ლამაზი, გემრიელი და სასარგებლო კერძები გამოდის. Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ხაჭო–გოგრის მობრაწულას ქიშმიშით ან სხვა ჩირით. საუზმეზე შესანიშნავი ვარიანტია.

ინგრედიენტები:

  • 540 გრ ხაჭო
  • 540 გრ გოგრა
  • 3 კვერცხი
  • მწიკვი მარილი
  • 100 გრ შაქარი
  • 100 გრ არაჟანი
  • 100 გრ ქიშმიში
  • 1 ს/კ სახამებელი
  • 1 პაკეტი პუდინგი
  • ვანილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. გოგრა გაასუფთავეთ და სუსტ ცეცხლზე წყალში მოხარშეთ. 20 წუთი საკკმარისია. მასა დააბლენდერეთ ან კარტოფილის საჭყლეტით დაჭყლიტეთ. გოგრა უფრო მეტიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, დაახლოებით 650 გრ.

2. ხაჭო შაქართან, მარილთან და კვერცხთან ერთად დააბლენდერეთ.

3. არაჟანი დაუმატეთ და აურიეთ.

4. საცხობ ფორმას კარაქი წაუსვით და ფქვილი მოაყარეთ.

5. გაგრილებული პიურე და ხაჭო აურიეთ. მასა ოლადის ცომის მსგავსად თხევადია.

6. პუდინგი, სახამებელი და ქიშმიში დაუმატეთ, აურიეთ.

7. საცხობ ფორმაში გადაიტანეთ და 180 გრადუსზე დაახლოებით 40 წუთით აცხვეთ.

8. მობრაწულა ჰაეროვანი და რბილი გამოდის, მაგრამ არა მშრალი. გაცივებული მასა უფრო მკვრივია და დანით მარტივად იჭრება.

9. სუფრაზე უბრალოდ დაჭრილი ნაჭრები გაიტანეთ ან კენკრის სოუსთან, თაფლთან, კარაქის ან არაჟნის კრემთან, გარგარის ან სხვა მურაბასთან ერთად გაიტანეთ.

გემრიელად მიირთვით!