Gastronomia.ge-ს რედაქცია მოშუშული კარტოფილის და ხორცის რეცეპტს გიზიარებთ. შესანიშნავი სადილი ან ვახშამია მთელი ოჯახისთვის.
ინგრედიენტები:
- 400 გრ ღორის ხორცი
- 800 გრ კარტოფილი
- 1 ხახვი
- 1 სტაფილო
- 0,5 ბულგარული წიწაკა
- 1 დაფნის ფოთოლი
- მარილი, დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
- 2 ს/კ მცენარეული ზეთი
მომზადების წესი:
- ხორცი გარეცხეთ და ნაჭრებად დაჭერით.
- ანტიმიწვის საფარის მქონე ქვაბში მცენარეული ზეთი კარგად გააცხელეთ.
- ხორცი ყველა მხრიდან ფერის შეცვლამდე შეწვით.
- პატარა კუბებად დაჭრილი ხახვი და სტაფილო დაუმატეთ.
- მარილი და წიწაკა მოაყარეთ, აურიეთ და სტაფილოს დარბილებამდე შეწვით.
- ცხელი წყალი დაუმატეთ ისე, რომ ხორცს ბოსტნეულთან ერთად ფარავდეს.
- 15 წუთით თუშეთ.
- ოთხად დაჭრილი კარტოფილი და წვრილ კუბებად დაჭრილი წიწაკა დაუმატეთ.
- მარილი მოაყარეთ, დაფნის ფოთოლი დაუმატეთ. წყალი დაასხით ისე, რომ კარტოფილს მთლიანად არ ფარავდეს.
- კარტოფილის მომზადებამდე შეწვით.
- გემრიელად მიირთვით!