ცნობილი საბჭოური ჭარხლის სალათი „ალენკა“ ზამთრისთვის შესანახად. გემრიელი და სასარგებლო

1008

ჭარხლის კონსერვი “ალენკა” ძალიან გემრიელი გამოდის. ჭარხალი რამდენიმე თვეში სანელებლებში კარგად მარინადდება და პიკანტური, არომატული და გემრიელი წასახემსებელი გამოდის.

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ჭარხლის სალათის რეცეპტს, რომელიც ნამდვილად ძალიან გემრიელი და სასარგებლოა!

მომზადების წესი:

  1. ჭარხალი მსხვილ სახეხზე გახეხეთ, სტაფილოც გახეხეთ. ტკბილი წიწაკა ზოლებად დაჭერით, ხახვი – პატარა კუბებად. პომიდორი გაწურეთ.
  2. ნიორი დააბლენდერეთ. სქელძირიან ქვაბში მცენარეული ზეთი ჩაასხით, გააცხელეთ და ხახვი 10 წუთით შეწვთ.
  3. სტაფილო, წიწაკა, ცხარე წიწაკა, პომიდვრის წვენი დაუმატეთ და თუშეთ, 5 წუთში აურიეთ. ჭარხალი, მარილი, შაქარი, 100 მლ ძმარი დაუმატეთ და აურიეთ. როცა სალათი ადუღდება, ცეცხლს დაუწიეთ და თავდახურულ ქვაბში დაახლოებით 40 წუთით თუშეთ.
  4. კიდევ 100 მლ ძმარი და დაქუცმაცებული ნიორი დაუმატეთ, აურიეთ და 10 წუთით თუშეთ. სტერილურ ქილებში გადაანაწილეთ, მოხუფეთ, გადააბრუნეთ და სრულად გაგრილებამდე შეფუთეთ.
  5. კონსერვი სარდაფში ან მაცივარში შეინახეთ. ასეთი სალათი შეგიძლიათ ბორშის საკაზმად გამოიყენოთ.