სააგარაკო წასახემსებელი ან საუზმე. არც ერთი ყაბაყი არ იკარგება, რადგან ძალიან გემრიელია

806

დღეს Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ყაბაყის ძალიან გემრიელ და ნოყიერ წასახემსებელს ან საუზმეს. კერძი ყოველდღიური მენიუსთვის იდეალურია. შესანიშნავი რეცეპტია მეაგარაკებისთვის, რომლებსაც ახალ მოკრეფილი მოსავლით კერძების მომზადება უყვართ.

ინგრედიენტები:

  • 2 მსხვილი ყაბაყი
  • 2 კვერცხი
  • 1 პომიდორი
  • 150 გრ ძეხვი (ლორი)
  • 120 გრ ყველი
  • მწვანე ხახვი
  • 1-2 ს/კ ფქვილი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ყაბაყი რგოლებად დაჭერით.

2. ყაბაყის თითოეული რგოლიდან კოვზით რბილობი ამოიღეთ.

3. ამოღებული ყაბაყის გული პატარა კუბებად დაჭერით.

4. ტაფა გაზქურაზე დადგით, გაახურეთ და მცენარეული ზეთი დაასხით.

5. დაჭრილი კუბები ტაფაზე მოათავსეთ და ძლიერ ცეცხლზე სითხის აორთქლებამდე შეწვით. მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ.

6. ღრმა თასში კვერცხი ჩატეხეთ და კარგად ათქვიფეთ.

7. პატარა კუბებად დაჭრილი პომიდორი, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, გახეხილი ყველი, კუბებად დაჭრილი ლორი ან ძეხვი და ყაბაყის კუბები დაუმატეთ.

8. ყველაფერი ძალიან კარგად აურიეთ. მარილი და წიწაკა მოაყარეთ. თუ სითხე ისევ ბევრია, ცოტა ფქვილი დაუმატეთ (ზუსტად 1 სუფრის კოვზი, მაგრამ აუცილებელი არაა).

9. კარგად გაცხელებულ ტაფაზე ყაბაყის რგოლები მოათავსეთ, თითოეულში შიგთავსი ჩადეთ, ერთი მხრიდან ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით, შემდეგ გადააბრუნეთ და უკვე თავდახურულ ტაფაზე მომზადებამდე წვით.

10. გემრიელად მიირთვით!