ნაზი ტორტი ბაუნტი ჟელატინის და ცხობის გარეშე

1080

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ძალიან გემრიელი და ნაზი ტორტის „ბაუნტის“ რეცეპტს, რომელიც ცხობის გარეშე მზადდება. ჟელატინიც არ დაგჭირდებათ. რეცეპტი მარტივია და სწრაფად მზადდება.

კრემის ინგრედიენტები:

  • 150 გრ შაქარი
  • 2 ს/კ სიმინდის სახამებელი
  • 500 მლ რძე
  • 180 გრ კარაქი
  • 2 კვერცხი
  • 300 გრ მდნარი ყველი
  • 150 გრ ქოქოსის ფანტელები

ბისკვიტის ინგრედიენტები:

  • 300-350 გრ შოკოლადის ფხვიერი ნამცხვარი
  • 60 გრ კარაქი

მოსასხმელის ინგრედიენტები:

  • 100 გრ შავი შოკოლადი
  • 1 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 50 მლ რძე

მომზადების წესი:

  1. თავდაპირველად, კრემი მოამზადეთ. ღრმა ტაფაში კვერცხი ათქვიფეთ, შაქარი და სიმინდის სახამებელი დაუმატეთ. სათქვეფით ათქვიფეთ და რძე ჩაასხით.
  2. გაზქურაზე სუსტ ცეცხლზე დადგით, მუდმივად აურიეთ, ადუღებამდე გააცხელეთ. გაზქურა გამორთეთ და კიდევ ერთი წუთით აურიეთ.
  3. სანამ კრემი სქელია, ნაწილ–ნაწილ ქოქოსის ფანტელები დაუმატეთ და აურიეთ. კრემი ოთახის ტემპერატურაზე გააგრილეთ.
  4. სანამ კრემი გრილდება, ბისკვიტის ფენა მოამზადეთ. შოკოლადის ფხვიერი ნამცხვარი დააქუცმაცეთ (ბლენდერი ან ცომის საგორავი გამოიყენეთ). გამდნარი კარაქი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
  5. ბრტყელ თეფშზე საცხობი ფორმის ზომის კულინარიული რგოლი დადეთ (20 სმ დიამეტრი). რგოლს შიგნიდან მცენარეული ზეთი წაუსვით და პერგამენტის ქაღალდი მიაკარით. თეფშის ძირსაც ცხიმი წაუსვით და ნაფშვენი მოათავსეთ.
  6. ნაფშვენი ფორმაში გადაანაწილეთ, ოდნავ ჩატუმბეთ და პატარა გვერდები გაუკეთეთ. ბისკვიტის ფენა 30 წუთით საყინულეში შეინახეთ.
  7. სანამ ბისკვიტის ფენა გრილდება, კრემის მომზადება გააგრძელეთ.
  8. ღრმა თასში კარაქი მიქსერით ათქვიფეთ. მოხარშული კრემი ნაწილ–ნაწილ დაუმატეთ და ათქვეფა გააგრძელეთ. ნაწილ–ნაწილ მდნარი ყველი (ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ხაჭოს ყველი, მასკარპონე, რიკოტა და ა.შ.) გამოიყენეთ  და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.
  9. კრემი მზადა, სტრუქტურით ძალიან სქელი კრემი გამოვა.
  10. მაცივრიდან ბისკვიტის ფენა გამოიღეთ. ბისკვიტის ფენას ზემოდან მთელი კრემი წაუსვით და თანაბრად გადაანაწილეთ.
  11. ფორმა 30 წუთით საყინულეში შეინახეთ.
  12. ამ დროში შოკოლადის მოსასხმელი მოამზადეთ. ცხელ რძეში შოკოლადის ნატეხები დაუმატეთ და გადნობამდე აურიეთ. შემდეგ მცენარეული ზეთი (სურვილისამებ, უსუნო) დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
  13. მაცივრიდან ტორტი გამოიღეთ და შოკოლადის ჭიქური მთელ ზედაპირზე მოასხით.
  14. ტორტი კვლავ მაცივარში რამდენიმე საათით შეინახეთ. სასურველია, მთელი ღამე გააჩეროთ.
  15. ამის შემდეგ ფორმიდან ამოიღეთ და სუფრაზე გაიტანეთ! გემრიელად მიირთვით!