წარმოუდგენლად წვნიანი და არომატული ხორცი ღუმელში გამომცხვარი

647

Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ღუმელში გამომცხვარი ხორცის რეცეპტს. ასე მომზადებული ხორცი წარმოუდგენლად წვნიანი და არომატულია. უბრალოდ ღორის ხორცის ნაჭრებში ბეკონი და ხახვი ჩადეთ და გამოაცხვეთ.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ღორის ხორცი
  • 200 გრ ბეკონი
  • 10 გრ მარილი
  • 5 გრ შავი წიწაკა
  • 2 კბილი ნიორი
  • 5 გრ მაიორანი
  • 1 თავი ხახვი
  • 400 გრ კომბოსტოს მწნილი

მომზადების წესი:

1. ღორის ნაჭერი მთელ სიგრძეზე დასერეთ, ბოლომდე არ ჩაჭრათ. მარილი და წიწაკა მოაყარეთ, ზემოდან რამდენიმე კბილი ნიორი დააჭყლიტეთ და მთელ ზედაპირზე გადაანაწილეთ.

2. თითოეულ ჩანაჭერში ხახვის თხელი რგოლი და ბეკონის ნაჭერი ჩადეთ.

3. ხორცი საცხობ ფორმაში გადაიტანეთ და თავისუფალ ადგილას კომბოსტოს მწნილი ჩადეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთით აცხვეთ.

4. გემრიელად მიირთვით!