ბულგარული წიწაკის მწნილი კორეულად ზამთრისთვის შესანახად

1417

Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ გემრიელ წასახემსებელს ბულგარული წიწაკით.

ინგრედიენტები:

  • 1,5 კგ ტკბილი ბულგარული წიწაკა
  • 4 კბილი ნიორი
  • 1 კონა ახალი მწვანილი
  • 2 ჩ/კ მარილი
  • 4 ს/კ შაქარი
  • 3 ჩ/კ სანელებლები კორეულად მომზადებული სტაფილოსთვის
  • 100 მლ 9%–იანი ძმარი
  • 100 მლ უსუნო მცენარეული ზეთი
  • ½ ცალი ცხარე წიწაკა

მომზადების წესი:

  1. ტკბილ ბულგარულ წიწაკას ყუნწი და თესლი მოაშორეთ. ზოლებად დაჭერით. ღრმა ქვაბში გადაიტანეთ.
  2. ახალი მწვანილი წვრილად დაჭერით და წიწაკას დაუმატეთ. 4 დაქუცმაცებული ნივრის კბილი და რგოლებად დაჭრილი ცხარე წიწაკა დაუმატეთ.
  3. 4 ს/კ შაქარი, 2 ჩ/კ მარილი, 3 ჩ/კ სანელებელი კორეულად მომზადებული სტაფილოსთვის, 100 მლ მცენარეული ზეთი და 100 მლ 9%–იანი ძმარი დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ და 2 საათით დასამარინადებლად გააჩერეთ. ყოველ ნახევარ საათში აურიეთ, რომ წიწაკა თანაბრად დამწნილდეს.
  4. სუფთა და მშრალ ქილებში წიწაკა მჭიდროდ ჩააწყვეთ. დარჩენილი მარინადი ქილებში თანაბრად გადაანაწილეთ.
  5. ღრმა ქვაბში პირსახოცი დააფინეთ და ქილები დახურული ხუფებით მოათავსეთ. ქვაბში თბილი წყალი ჩაასხით ისე, რომ ქილას მხრებამდე წვდებოდეს, ცეცხლზე დადგით და ადუღების მომენტიდან 10 წუთით გაასტერილეთ.
  6. ამის შემდეგ ქილები ქვაბიდან ამოიღეთ და მჭიდროდ მოხუფეთ. ასეთი წასახემსებელი ოთახის ტემპერატურაზე შეინახეთ!
  7. გემრიელად მიირთვით!