ყაბაყის უგემრიელესი ოლადები

779

მმ… ოლადები! მათთვის ახლა ყველაზე კარგი სეზონია რადგან ყაბაყი სწორედ ახლა მწიფდება, დიახ! სწორად გაიგეთ ჩვენი რედაქცია შემოგთავაზებთ ყაბაყის ბლინის რეცეპტს, ის საოცრად ფაფუკი და გემრიელი გამოდის.

ინგრედიენტები

  • 1 ცალი ყაბაყი (შეგიძლიათ აიღოთ ორიც)
  • 120 გრ ფქვილი
  • 150 მლ რძე
  • 1ც კვერცხი
  • 2-3 სუფრის კოვზი ზეთი
  • სოდა ან გამაფხვიერებელი ჩაის კოვზის წვერი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

  1. ყაბაყი უნდა გარეცხოთ, თუ კანი არის ძალიან მაგარი მაშინ გათალეთ, თუ ახალი ყაბაყია მაშინ შეგიძლიათ კანი დაუტოვოთ.
  2. გახეხეთ ყაბაყი წვრილ სახეხზე და დატოვეთ 5-10 წუთი იმისთვის რომ წვენი გაუშვას შემდეგ კი ამ წვენს ვღვრით.
  3. დაამატეთ ყველა სხვა ინგრედიენტი გახეხილ ყაბაყს მცენარეული ზეთის გარდა (თუმცა შეგიძლიათ დაამატოთ ზეთიც ერთი სუფრის კოვზი) ყველაფერი კარგად აურიეთ.

4.გამოიყენეთ სუფრის კოვზი ცომის ამოსაღებად, ტაფაზე დაასხით ზეთი და დაელოდეთ სანამ კარგად არ გაცხელდება შემდეგ კი ცომი დაასხით და შეწვით. გაითვალისწინეთ, რომ ისინი მალე იწვება ამიტომ ყურადღებით იყავით რომ არ დაგეწვათ. შეწვით ორივე მხრიდან.

5.ჩვენ გირჩევთ მზა ბლინები მოათავსოთ თეფშებზე რომელზეც იქნება დაფარებული ქაღალდი იმისთვის რომ არასაჭირო ცხიმი შეიწოვოს. შეგიძლიათ ის მიირთვათ კამით და ნივრით შენელებულ არაჟანთან.

გემრიელად მიირთვით!