კიტრის მწნილი არყით

1909

რეცეპტი ნამდვილად უმარტივესია. არანაირი ძვირადღირებული ინგრედიენტები თქვენ არ დაგჭირდებათ. ერთადერთი ნიუანსი არყის დამატებაა.

ინგრედიენტები

  • კიტრი 0,5კგ
  • წიწაკა ჩილი გემოვნებით
  • ჯანჯაფილის ფოთლები
  • არაყი 25მლ
  • დაფნის ფოთოლი 1 ცალი
  • კამა 1 ცალი
  • მარილი 1 სუფრის კოვზი
  • წყალი 0,5ლ

მომზადება

1.კიტრი გარეცხვეთ და მოათავსეთ ღრმა ჯამში. დაასხით ცივი წყალი და დატოვეთ 2 საათი.

2.ამ რეცეპტის მიხედვით ქილების გასტერილება არ არის საჭირო. მე ვრეცხავ სოდით, შემდეგ ვავლებ ცხელ წყალს.

3.ქილაში მოათავსეთ გასუფთავებული ნიორი, დაფნა და წიწაკა.

4.სურვილისამებრ დაუმატეთ მწვანილი. კიტრი კიდევ ერთხელ გარეცხეთ გადინარე წყლით და მოაჭერით ბოლოები.

5.კიტრი მჭიდროდ ჩაჭყლიტეთ. ქილაში ჩაყარეთ მარილი, ჩაასხით ცივი წყალი და დააფარეთ თავსახური.

6.ქილები დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე 4 ღამე.

7.ამღვრეული მარინადი ჩაასხით ქვაბში, აადუღეთ 3 წუთი. ადუღებული მარინადი დაასხით კიტრს. დააფარეთ თავსაფარი.

გემრიელად მიირთვით!