ხაჭოს უმარტივესი ორცხობილა

3540

ხაჭოს ცხობილები მგონი ყველას გვიყვარს. უმარტივესად და უსწრაფესად მზადდება ეს დესერტი. გამოდის ხრაშუნა გარედან და ურბილესი შიგნიდან.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 300გ
  • ხაჭო 200გ
  • შაქარი 180გ
  • კარაქი 60გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • სოდა 1/2 ჩაის კოვზი
  • ვანილი 10გ
  • მარილი

მომზადება

  1. ჯამში მოათავსეთ ხაჭო და კარაქი.
  2. ჩაყარეთ შაქარი, მარილი და ვანილი.
  3. ათქვიფეთ მიქსერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  4. დაუმატეთ კვერცხი და ისევ ათქვიფეთ.
  5. სოდას დაუმატეთ ფქვილი და ნელ ნელა შეურიეთ ათქვეფილ მასას.
  6. ცომი მოზილეთ ჯერ ჯამში, ხოლო შემდეგ ფქვილიან სამუშაო მაგიდაზე.
  7. დააფარეთ ხელსახოცი და დატოვეთ 5-10 წუთი ოთახის ტემპერატურაზე.
  8. გააბრტყელეთ ცომი.
  9. პიცის დანით დაჭერით ცომი შესაბამის ფორმებად.
  10. გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე.
  11. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 10-15 წუთი.
  12. გაგრილების შემდეგ მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით!