მარტივი და სწრაფად მზადებადი ნამცხვარი

878

უგემრიელესი დესერტი, რომელიც უმარტივესად მზადდება.

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა ფქვილი (220მლ)
  • 50გ შაქარი
  • 100მლ რძე
  • 4 კვერცხი
  • 1 მოხარშული შესქელებული რძე
  • 2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 1 ჭიქა ნიგოზი
  • 50გ ქიშმიში

მომზადება

  1. 2/3 ქილა შესქელებული რძე გადაიტანეთ ჯამში.
  2. დაუმატეთ კვერცხი და შაქარი, ათქვიფეთ მიქსერით.
  3. მოაყარეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი, მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი.
  4. დააქუცმაცეთ ნიგოზი. ნახევარი ჩაყარეთ ცომში, დაუმატეთ ქიშმიში, მოურიეთ.
  5. ცომი ჩაასხით ფორმაში.
  6. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40 წუთი.
  7. სანამ ნამცხვარი ცხვება, დარჩენილი შესქელებული რძე მოათავსეთ ჯამში, გააცხელეთ.
  8. მზა ნამცხვრი არ გააგრილოთ და არ ამოიღოთ ფორმიდან, ისე მოასხით კრემი. მოაყარეთ ნიგოზი.
  9. ოთახის ტემპერატურაზე დატოვეთ დესერტი 2 საათი.

გემრიელად მიირთვით!