მაღაზიაში ნაყიდი ნაყინის შემადგენლობას რომ ვუყურებ უბრალოდ მეტირება. ნატურალური ნაყინი ძალიან ძვირი ღირს, ხოლო არანატურალურის ჭამას ნამდვილად არ გირჩევთ. საბედნიეროდ არსებობს მეთოდი, რომელიც ნაყინის სახლის პირობებში მომზადებაში დაგვეხმარება.
გვჭირდება პროდუქტები და ბლენდერი. ბევრმა იცის, რომ ნაყინის მოსამზადებლად ნაღებს უნდა დაუმატოთ შესქელებული რძე. მაგრამ მე დღეს შოკოლადის და ბანანის ნაყინის მომზადებას გასწავლით.
მარტივად მოსამზადებელი კერძის კალორიულობის დათვლა უმარტივესია. რათქმაუნდა ამ ნაყინის ჭამა ღამეც შეგიძლიათ. არ შეგეშინდეთ გასუქების.
ინგრედიენტები
- 500მლ ნაღები
- 2 სუფრის კოვზი კაკაო
- 3 სუფრის კოვზი თაფლი
- 15გ შავი შოლკოლადი
მომზადება
1.გაცრილ კაკაოს დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი თაფლი. დაუმატეთ 50მლ ცხიმიანი ნაღები და კარგად მოურიეთ.
2.ჩაასხით დარჩენილი ნაღები და მოურიეთ.
3.კეფირის მასა ათქვიფეთ მიქსერით შესქელებამდე, დაახლოებით 10 წუთი.
4.ათქვეფილი ნაღები ჩაასხით კონტეინერში და შეინახეთ საყინულეში 6 საათი. გააფორმეთ გახეხილი შოკოლადით.
ბანანის ნაყინი
მე ვგიჟდები ბანანის ნაყინზე თან უმარტივესად მზადდება. არაფრის დიდხანს თქვეფა და დამუშავება არ გიწევთ ეს ძალიან კომფორტულია.
ინგრედიენტები
- 1 ბანანი
- 50მლ ნაღები
მომზადება
- გაასუფთავეთ საშუალო ბანანი, დაჭერით და გაყინეთ.
- გაყინული ბანანი მოათავსეთ ბლენდერში და დაასხით ცხიმიანი ნაღები. ათქვიფეთ მასა.
- 3.ბანანის ნაყინი გადაიტანეთ თეფშზე და დატკბით.
გემრიელად მიირთვით!