იდეალური ნამცხვარი ხრაშუნა ცომისგან, ხაჭოთი ან ჯემით

813

დღეს ვამზადებთ უგემრიელეს ნამცხვარს. გულსართად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხაჭო ან ჯემი. შეგიძლიათ დაუმატოთ ქიშმიში, ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა.

ინგრედიენტები

ცომისთვის

  • ფქვილი 400გ
  • კარაქი 200გ
  • შაქრის ფხვნილი 150გ
  • მარილი1/2 ჩაის კოვზი
  • გამაფხვიერებელი 10გ
  • ვანილი 1/2 შეკვრა
  • კვერცხი 1 ცალი
  • არაჟანი 100გ

გულსართისთვის

  • რბილი ხაჭო 500გ
  • შაქარი 150გ
  • ვანილი 1/2 შეკვრა
  • კვერცხი 1 ცალი + 1 ცილა
  • ლიმონის წვრილად გახეხილი ცედრა 1 სუფრის კოვზი
  • კვერცხის გული 1 ცალი

მომზადება

  1. ფქვილში ჩახეხეთ ცივი კარაქი. ხელით კარგად გადაურიეთ ერთმანეთს.
  2. დაუმატეთ შაქარი, მარილი, გამაფხვიერებელი და ვანილი.
  3. დაუმატეთ კვერცხი და არაჟანი, მოზილეთ ცომი. ცომი რთულად შესაკრავი გახდება, მაგრამ არ დაყაროთ ფარხმალი. შეკრული ცომი დაასვენეთ.
  4. მოვამზადოთ გულსართი.ხაჭოს დაუმატეთ შაქარი, კვერცხი, ცილა, ვანილი, გახეხილი ლიმონის ქერქი, კარგად მოურიეთ. თუ მასა თხელია, მაშინ მოაყარეთ ფქვილი.
  5. ასეთი ნამცხვრისთვის გულსართად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჯემი ან მურაბა.
  6. ცომისგან გამოყავით მეოთხედი. გააბრტყელეთ 3/4 ცომი მრგვლად.
  7. დიდი ჯამით შემოხაზეთ წრე ცომზე ისე, რომ ბოლოებიდან გამოტოვოთ 4-5 სმ.
  8. კუთხეები ჩაჭერით და ერთმანეთზე გადააჯვარედინეთ ერთის გამოტოვებით.
  9. ცომზე გადაიტანეთ გულსართი. 1/4 ცომისგან გააფორმეთ დესერტის ზედა ნაწილი. წაუსვით კვერცხი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 45 წუთი.

გემრიელად მიირთვით!