ყაბაყი იდეალური ბოსტნეულია, მისგან უამრავი საინტერესო კერძის მომზადება შეიძლება. მაგალითად ყველასათვის საყვარელი პიცა, რომელიც ძალიან რბილი გამოდის. ჩემს ოჯახში ამ კერძზე უბრალოდ გიჟდებიან.
ინგრედიენტები
- ყაბაყი 3 ცალი
- კვერცხი 3 ცალი
- ფქვილი 200გ
- პომიდორი ჩერრი 200გ
- ნიორი 3 კბილი
- კამა და მწვანე ხახვი
- გამაფხვიერებელი
- ყველი
- მარილი, წიწაკა, სანელებლები
მომზადება
- გაასუფთავეთ ყაბაყი და გახეხეთ, მოაყარეთ მარილი, დატოვეთ რამდენიმე წუთი.
- ხელით გაწურეთ ყაბაყი, დაუმატეთ კამა, მწვენე ხახვი, კვერცხი, ფქვილი, გამაფხვიერებელი და გახეხილი ნიორი.
- მოურიეთ მასას კარგად.
- მცენარეული ზეთი წაუსვით ტაფას და მოათავსეთ მასა, მოასწორეთ. ზემოდან მოათავსეთ ჩერრი, ოდნავ ჩააფიქსირეთ ცომში.
- გამოაცხევთ 180 გრადუსზე 30 წუთი, მოაყარეთ ყველი და დაელოდეთ 10 წუთი.
- ყველთან ერთად შეგიძლიათ დაუმატოთ ლორი, ნიორი და ძეხვი.
- პიცა იქნება ძალიან რბილი და არომატული.
გემრიელად მიირთვით!