ძალიან გემრიელი, ფაფუკი და მარტივად მზადებადი შოკოლადის ტორტი არაჟნის კრემით. გემრიელი ცხობილა, რომელიც საოცრად უხდება ჩაის.
ინგრედიენტები
- შაქარი 100გ
- კვერცხი 2 ცალი
- კეფირი 400მლ
- სოდა 1 ჩაის კოვზი
- მცენარეული ზეთი 100მლ
- კაკაო 3 სუფრის კოვზი
- ფქვილი 2 ჭიქა
კრემისთვის
- ცხიმიანი არაჟანი 300გ
- შესქელებული რძე 1/2 ქილა
მომზადება
- კვერცხი ათქვიფეთ 2 წუთი, დაუმატეთ შაქარი და გააგრძელეთ თქვეფა.
- კეფირს დაუმატეთ სოდა, მოურიეთ და ჩაასხით კვერცხის მასაში, ათქვიფეთ.
- ჩაასხით მცენარეული ზეთი და ათქვიფეთ.
- ფქვილს დაუმატეთ კაკაო, გაცერით და მოაყარეთ მასას, ათქვიფეთ.
- ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი და ჩაასხით ცომი.
- გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40 წუთი.
- გადმოიტანეთ ბისკვიტი ფორმიდან და გააგრილეთ.
- არაჟანს დაუმატეთ შესქელებული რძე და ათქვიფეთ.
- ბისკვიტი გაჭერით 2 ნაწილად და წაუსვით კრემი. გაალღვეთ შოკოლადი და გააფორმეთ დესერტი.
- შეინახეთ მაცივარში რამდენიმე საათი.