საუკეთესო დილის დასაწყებად საჭიროა საუკეთესო საუზმე. ასეთი დღის მოწყობაში ჩვენ დაგეხმარებით. უგემრიელესი ვაფლები ნამდვილად გაგილამაზებთ დღეს.
ინგრედიენტები
- ხაჭო 500გ
- კვერცხი 5 ცალი
- კარაქი 125გ
- შაქარი 5 სუფრის კოვზი
- მარილი 1/2 ჩაის კოვზი
- ფქვილი 125გ
- გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
- ვანილი 2 ჩაის კოვზი
- მცენარეული ზეთი
მომზადება
- გამოწურეთ ხაჭო 2 ჯერ ან ათქვიფეთ ამოფუებამდე.
- ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი. მიქსერის ჯამში მოათავსეთ მარილი, შაქარი, ვანილი და რბილი კარაქი. ათქვიფეთ კრემისებური მასის მიღებამდე. თითო-თოთოდ დაუმატეთ კვერცხი და აუცილებლად ათქვიფეთ 20 წამი თითოეული კვერცხის დამატების შემდეგ.
- დაუმატეთ ხაჭო და ათქვიფეთ ძალიან კარგად. ნელ-ნელა მოაყარეთ ფქვილი.
- ვაფელნიცას წაუსვით ცხიმი და გადაანაწილეთ მასზე ცომი. ცხელ ვაფლებს მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.
გემრიელად მიირთვით!