კომბოსტო თურქულად – ეკონომიური და ძალიან გემრიელი

2735

ძალიან გემრიელი კერძი, რომელიც წლის ნებიმიერ დროს შეგიძლიათ მოამზადოთ. გემრიელი, ნოყიერი და მარტივია!

ინგრედიენტები

  • კომბოსტო 450-500გ
  • ხახვი 1 ცალი
  • კარტოფილი 2 ცალი
  • სტაფილო 1 ცალი
  • ბულგარული წიწაკა ცალი
  • მარილი, წიწაკა, ნიორი

სოუსისთვის

  • კვერცხი 3 ცალი
  • არაჟანი 150-160გ
  • რძე 180-200მლ
  • მცენარეული ზეთი 3 სუფრის კოვზი
  • ფქვილი 2,5-3 სუფრის კოვზი
  • მარილი, წიწაკა, პაპრიკა, მწვანილი
  • ყველი 80-100გ

მომზადება

  1. დაჭერით ხახვი, კარტოფილი და ბულგარული წიწაკა. დააქუცმაცეთ კომბოსტო, ხოლო სტაფილო გახეხეთ.
  2. მოთუშეთ ხახვი, დაუმატეთ დაჭრილი კარტოფილი და შეწვით რამდენიმე წუთი.
  3. დაუმატეთ კომბოსტო, სტაფილო და წიწაკა. მოამზადეთ საშუალო ცეცხლზე.
  4. მოაყარეთ წიწაკა, მარილი, მშრალი ნიორი და მოურიეთ. დაელოდეთ გაგრილებას.
  5. მოვამზადოთ სოუსი: კვერცხს დაუმატეთ რძე, არაჟანი და ზეთი. მოაყარეთ ფქვილი, დაქუცმაცებული მწვანილი, მარილი, წიწაკა და პაპრიკა.
  6. სოუსი მოასხით კომბოსტოს, მოურიეთ და მიღებული მასა გადაიტანეთ ფორმაში.
  7. გამოაცხეთ 180-190 გრადუსზე 30-35 წუთი. მოაყარეთ ყველი, პაპრიკა და გამოაცხვეთ დამატებით 5 წუთი.

გემრიელად მიირთვით!