ძალიან გემრიელი ქოქოსის ორცხობილა ფქვილის და კარაქის გარეშე. მზადდება ძალიან სწრაფად და მარტივად. აუცილებლად მოამზადეთ.
ინგრედიენტები
გამოდის – 11 ცალი
- შაქარი 60-70გ
- ვანილი
- ქათმის ცილა 2 ცალი
- გახეხილი ქოქოსი 200გ
მომზადება
- ღრმა ჯამში მოათავსეთ ცილა და ათქვიფეთ ამოფუებამდე.
- ნელ-ნელა დაუმატეთ შაქარი და გააგრძელეთ თქვეფა.
- სურვილისამებრ დაუმატეთ ვანილი.
- მიღებული მასა დაახლოებით 5 წუთი ათქვიფეთ მაქსიმალურ სიმძლავრეზე.
- 2 ეტაპად მოაყარეთ ქოქოსი და კარგად მოურიეთ.
- უნდა მიიღოთ ფხვიერი მასა.
- მაგრამ ცომი ძალიან მარტივად ეკრობა ერთმანეთს და შეუძლია ფორმის შენარჩუნება.
- ფორმის მისაცემად დაიხმარეთ პატარა ჭურჭელი.
- გამოგადგებათ კოვზი ან დესერტის ფორმა.
- ჭურჭელი აუცილებლად ამოფინეთ პაკეტით.
- ასე თქვენ მარტივად შეძლებთ ორცხობილის ფორმაზე გადატანას.
12.გადაიტანეთ ორცხობილები საცხობ ფორმაზე.
13.გამოაცხვეთ 160 გრადუსზე 15-20 წუთი.
ორცხობილა მზად არის.
გემრიელად მიირთვით!