დესერტი, რომელიც სტუმრებს მგლის მადას უღვიძებს, ზაფხულის ცხელ დღეებშიც კი

882

სახლში მომზადებული ხაჭო მარწყვით – ტკბილი ბავშვობის მოგონება, რომელიც მახსენებს განვლილ ბედნიერ წლებს.

ინგრედიენტები

  • 350გ მარწყვი
  • 250გ ფხვიერი ორცხობილა
  • 80გ კარაქი
  • 20გ ჟელატინი
  • 15გ ვანილი
  • 700გ ხაჭო
  • 150გ შაქარის ფხვნილი
  • 150გ ნაღები 20% ცხიმიანობის

ინგრედიენტები შოკოლადის კრემისთვის

  • 100გ ნაღები 20% ცხიმიანობის
  • 50გ შოკოლადი

მომზადება

1.დააქუცმაცეთ ორცხობილა ბლენდერში. უნდა გამოგივიდეთ ერთგვაროვანი დაფხვნილი მასა.

2.გაალღვეთ მიკროტალღურში ან გაზქურაზე კარაქი.

3.დაუმატეთ თხელი კარაქი და მოურიეთ.

4.ამოფინეთ ფორმა პერგამენტით და გადაანაწილეთ ორცხობილა. დატკეპნეთ ჭიქის ძირით. შეინახეთ მაცივარში.

5.ათქვიფეთ ბლენდერით ხაჭო, შაქრის ფხვნილი, ვანილი და ნაღები.

6.ჟელატინს დაასხით წყალი და დაელოდეთ ამოფუებას. მზა ჟელატინი დადგით წყლის აბაზანაზე და გაალღვეთ, დაუმატეთ ხაჭოს მასას.

7.ნახევარი ხაჭოს მასა მოათვსეთ ფორმაში ორცხობილაზე. შემდეგ ზემოდან გადაანაწილეთ მარწყვი და ისევ ხაჭო. შეინახეთ 3 საათი მაცივარში.

8.მოამზადეთ შოკოლადის კრემი. ამისათვის წყლის აბაზანაზე გააცხელეთ ნაღები და შოკოლადი, მოურიეთ და აქციეთ ერთგვაროვან მასად.

9.მოასხით დესერტს შოკოლადის კრემი. გააფორმეთ გემოვნებით.

გემრიელად მიირთვით!