ზეფირის მომზადება რთული გგონიათ? მე დღეს აზრს შეგაცვლევინებთ და ამ ტკბილეულს სხვა კუთხიდან დაგანახებთ. ვამზადებ ზეფირს სახლში ჟელატინით (აგარ-აგარის გარეშე) 30 წუთში, ხილის პიურეს და ბევრი წვალების გარეშე. ყველაფერი გამოდის ძალიან სწრაფად და იდეალურად.
ინგრედიენტები
- 220გ შაქარი
- 280მლ წყალი
- 20გ ლიმონის წვენი
- 10გ ჟელატინი
- მცენარეული ზეთი
მომზადება
1.ჟელატინი გახსენით 60მლ წყალში. მოურიეთ და დაელოდეთ ამოფუებას. ამასობაში მოამზადეთ ფორმა. ცოტა დაასველეთ, ჩააფინეთ ქაღალდი და წაუსვით ცხიმი.
2.სქელ ქვაბში ჩაყარეთ შაქარი, დაუმატეთ 220მლ წყალი და ლიმონის წვენი. დადგით საშუალო ცეცხლზე, მოურიეთ, მოხარშეთ შაქრის გალღვობამდე.
3.წყლის აბაზანაზე დადგით ამოსაფუებლად ჟელატინი. ამას დაახლოებით 3 წუთი დასჭირდება. გადმოიტანეთ ცეცხლიდან, ჩაასხით სიროფი და ათქვიფეთ საშუალო სიჩქარეზე მიქსერით.
შემდეგ გაზარდეთ სიჩქარე და მკვრივი მასის მიღებამდე თქვიფეთ.
4.გააგრილეთ მასა, საკონდიტრო ტომრის დახმარებით მიეცით ზეფირს ფორმა.
5.გასაშრობად დატოვეთ ზეფირი მინიმუმ 2 საათი. შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში.
ტკბილეული უმჯობესია შეინახოთ ოთახის ტემპერატურაზე ქაღალდის ყუთში. შენახვის ვადა 1 კვირა. ფერადი ტკბილეულის მისაღებად გამოიყენეთ საკვები საღებავი.
გემრიელად მიირთვით!