ფაფუკი მოხარშული პური – იაპონური ტექნოლოგია

763

იაპონური კერძების დაგემოვნების შემდეგ შთაბეჭდილებები დიდანს დამრჩა. შეუძლებელია ეს არომატული კერძები ამოვიდეს გონებიდან. სამშობლოში ჩამოსვლის შემდეგ მოვიძიე რეცეპტი და მოვამზადე ჩემი საყვარელი მოხარშული პური.

მომზადების ამ მეთოდს, როგორც თვითონ სტარტერს იაპონიაში ტან ჯონს ეძახიან.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 300გ
  • რძე 270მლ
  • კვერცხის გული 1 ცალი
  • შაქარი 2 სუფრის კოვზი
  • მარილი 1 ჩაის კოვზი
  • მზესუმზირის ზეთი 60გ
  • ყველი გემოვნებით

მომზადება

1.30გ ფქვილს დაუმატეთ 150მლ რძე. ინგრედიენტები მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე. მოურიეთ და აიყვანეთ 65 გრადუსამდე.

2.ფქვილი და რძე გადაიტანეთ ჯამში, მჭიდროდ დააფარეთ პარკი.

3.სანამ ჯამში არსებული მასა ცივდება, დარჩენილ რძეს დაუმატეთ საფუარი და შაქარი. დაელოდეთ 10 წუთი, დაუმატეთ საფუარიანი მასა, დარჩენილი ფქვილი და უკვე გაგრილებული სტარტერი. როცა ფქვილი შეიწოვს თხევად მასას, დაუმატეთ ზეთი და მარილი. მოზილეთ ცომი.

4.ცომი მოათავსეთ ჯამში და დააფარეთ პარკი. მოათავსეთ 1 საათი თბილ ადგილას.

5.ცომი გაყავით 4 ნაწილად. გააბრტყელეთ თითოეული, გულსართად მოათავსეთ ყველი ან ნებისმიერი სხვა ინგრედიენტი. გადაკეცეთ ბოლოები და დაახვიეთ რულეტისებურად.

6.რულეტი გადაიტანეთ ფორმაში. დაასვენეთ 20 წუთი, წაუვსით კვერცხის გული და რძე. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!